"ეს არის სამართალი? ჩემი შვილის მკვლელი ბესელიამ პოლიტპატიმართა სიაში შეიყვანა" "ეს არის სამართალი? ჩემი შვილის მკვლელი ბესელიამ პოლიტპატიმართა სიაში შეიყვანა" /> "/> " />


  12:16:36     10-12-2012

"ეს არის სამართალი? ჩემი შვილის მკვლელი ბესელიამ პოლიტპატიმართა სიაში შეიყვანა"

a22416.jpg

ბესელიას პოლიტპატიმართა სიის წყალობით, მალე ციხიდან გამოვა ალექსანდრე ბიბილური, რომელიც 33 წლის ვლადიმერ მასურაშვილის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. 

2010 წლის 26 მაისის მიტინგის დაშლის დროს, ნინო ბურჯანაძე ესკორტით გაიქცა. მისი ესკორტის ერთ-ერთი მანქანა, რომელსაც ბიბილური მართავდა, ხალხში შევარდა და ხუთ ადამიანს დაეჯახა. 

მათ შორის იყო ვლადიმერ მასურაშვილიც, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ის გაასამართლეს და მიუსაჯეს კიდეც. თუმცა, ბესელიას აზრით, ბიბილური, რომელმაც 33 წლის მასურაშვილის სიცოცხლე შეიწირა, პოლიტიკური პატიმარია... 

რას ფიქრობს ბესელიას, კაკაბაძის , ბურჯანაძისა და ე.წ. პოლიტპატიმართა სიის შესახებ მოკლული ახალგაზრდის დედა - ანა აზნაურაშვილი?

Presa.ge: ქალბატონო ანა, დეპუტატი ბესელია, უფლებადამცველი კაკაბაძე და საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ თქვენი შვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ალექსანდრე ბიბილური პოლიტიკური პატიმარია. ის ბესელიას ე.წ. პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიაში ფიგურირებს და მალე გამოვა ციხიდან... 

ანა აზნაურაშვილი: ძალიან აღშფოთებული ვარ ამით. რა შეიძლება ვთქვა? როგორ შემიძლია შევაფასო ჩემი შვილის მკვლელის გათავისუფლება? მკვლელს ერთი წელიც კი არ მოუხდია...

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილის მკვლელი პოლიტპატიმართა სიაში ნინო ბურჯანაძის მოთხოვნით შეიყვანეს. ეს იყო მოლაპარაკება, ბურჯანაძე-ბესელია-კაკაბაძემ მოილაპარაკეს... იყო ფინანსური დაინტერესებაც...  ეს არის სამართალი? ჩემის შვილის მკვლელი ბესელიამ პოლიტპატიმართა სიაში შეიყვანა და ამას სამართლიანობის აღდგენა უწოდა...

დადის ხმები, რომ ეკა ბესელიამ და იმ ნანა კაკაბაძემ პატიმრების სიაში ჩასმის სანაცვლოდ ფული აიღეს, თან დიდი ფული...

- როცა თქვენი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ციხიდან გამოვა, აპირებთ მის წინააღმდეგ საჩივრის ხელახლა შეტანას?

- თუ მკვლელი, ბესელიასა და ბურჯანაძის წყალობით ციხიდან გამოვა... მას ხელახლა ჩავსვამ.

მე არ ვენდობი ამათ, არც ამათ პროკურატურას, მაგრამ უკვე ავიყვანე ადვოკატი და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი შვილის მკვლელმა თავი უსაფრთხოდ არ იგრძნოს. მე არ გავჩერდები... როგორც შვილმკვდარი დედა, ყველაფერს გავაკეთებ მკვლელის დასასჯელად.

ჩემ უიარაღო შვილს მანქანით გადაუარეს. 26 მაისს, ნინო ბურჯანაძეს რომ ჰქონდა მიტინგი რუსთაველზე და ვირთხასავით რომ გაიქცა და ხალხი მიატოვა, სწორედ მაშინ მოხდა ეს...

მისი ესკორტი გიჟივით შევარდა ხალხში. უკან მიმავალმა მისმა მანქანამ ხუთი ადამიანი მოიყოლა ქვეშ.. მათ შორის იყო ჩემი შვილიც - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი, 33 წლის ვლადიმერ, დათო მასურაშვილი.

- იმ მანქანაში, რომელიც თქვენ შვილს დაეჯახა კიდევ ვინ იჯდა?

- იქ იჯდა ნინო ბურჯანაძის შვილიც. ეს არ იყო შემთხვევითი. ჩემ შვილს განზრახ გადაუარეს, თავად ვირთხებივით გაიქცნენ და ხალხი მიატოვეს. ბურჯანაძის ესკორტმა დაღვარა სისხლი და მოკლა ჩემი შვილი.

იქ სისხლი უნდა დაღვრილიყო. ბურჯანაძეს რუსეთიდანაც ჰქონდა დავალება. ფულიც ექნებოდა აღებული. 

- ქალბატონო ანა, ბესელია-კაკაბაძემ პოლიტიკურ დევნილთა სიაში შეიყვანა ნინო ბურჯანაძის ქმარი, ბადრი ბიწაძეც...

- ბადრი ბიწაძე იყო იმ ყველაფრის ორგანიზატორი და თავისი მეუღლის ხელშემწყობი. მაგათ შვილი მომიკლეს, ბესელიამ კი პოლიტპატიმრის და პოლიტდევნილის სტატუსები მიანიჭა.

ბიწაძე-ბურჯანაძეს ხალხი არ ადარდებდათ. მათ თავიანთი მიზნები ჰქონდათ. სურდათ პროვოკაცია მოეწყოთ მაშინ, რუსთაველზე და სისხლი დაღვრილიყო... ეგენი მაგისთვის ემზადებოდნენ და ჩემი უიარაღო შვილი შეიწირეს. მშვიდობიან ხალხს კი გადაუარეს. ბიწაძე იგივე ნულია, როგორც ბურჯანაძე.
0

ავტორი: