ცერემონიალის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა საზოგადოებას მიმართა ცერემონიალის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა საზოგადოებას მიმართა />


  21:28:56     09-12-2012

ცერემონიალის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა საზოგადოებას მიმართა

a22415.jpg

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში აუშვიცის საკონცეტრაციო ბანაკში დღეს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც არქიმანდრიტმა ადამმა გადაიხადა. დღესვე ქართველმა და პოლონელმა მეუფეებმა წმინდა გრიგოლ ფერაძის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს - არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივი აღსასრულიდან 70 წელი გავიდა. 

ცერემონიალის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა საზოგადოებას მიმართა და კიდევ ერთხელ გაიხსენა გრიგოლ ფერაძის საზოგადოებრივი თუ სასულიერო დამსახურებები. როგორც პრეზდენტმა აღნიშნა, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე დიდი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც ქართველებისთვის განათლების, თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლოდ იქცა. 

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება იმ სამ ძირითად გზავნილზე გაამახვილა, რომელიც გრიგოლ ფერაძემ საკუთარ ერს დაუტოვა. ეს არის საქართველოს განსაკუთრებული როლი და უდიდესი მნიშვნელობა რეგიონისთვის; რელიგიებს შორის დიალოგის აუცილებლობა და დამოკიდებულებები მუსულმანურ სამყაროსთან. ქვეყნის პირველი პირის თქმით, იგი არის კავკასიის ერთიანობის ღერძი და სწორედ მას ეკუთვნის ერთიანი კავკასიის იდეა.

0

ავტორი: