15:02:50     08-12-2012
ოლეგ მელნიკოვი დაკავებულია
![a22405.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a22405.jpg)
შსს-ს განცხადება
მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, უკრაინაში, ქალაქ კიევში უკრაინის სამმართალდამცავი ორგანოების მიერ საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაკავებული იქნა საქართველოს ინტერპოლის მიერ 2012 წლის 5 დეკემბრიდან საერთაშორისო ძებნაში მყოფი ოლეგ ვლადიმერის ძე მელნიკოვი, დაბადებული 14.02.1966 წელს.
აღნიშნული პიროვნება, ინტერპოლის თბილისის ბიუროს მიერ იძებნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.
0