13:51:03     07-12-2012
ივანიშვილის შურისძიება - ყოფილი პრემიერი დაკითხვაზე იმყოფება

ამ წუთებში შს სამინისტროს საგამოძიებო ნაწილის შენობასთან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები იკრიბებიან. ისინი ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკითხვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ოპოზიციაზე ზეწოლას აგრძელებს. ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენელთა აზრით, ის, რაც დღეს ხდება, არის პოლიტიკური რეპრესიები და ივანიშვილის შურისძიება ოპოზიციის მიმართ.
ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაკითხვაზე დილიდან იმყოფება. მას, გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენების მცდელობას ედავება. გამოძიება ამტკიცებს, რომ მერაბიშვილმა ერთ-ერთი სამთავრობო ვიზიტის დროს, საქართველოს საზღრის გადაკვეთა ყალბი პასპორტით სცადა. თუმცა, ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ექს პრემიერი და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი.
ცოტა ხნის წინ, დაკითხვაზე შევიდა მერაბიშვილის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი. მისი განცხადებით, მან არ იცის, ედავება თუ არა, გამოძიება მერაბიშვილს სხვა ეპიზოდსაც.
"გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი იმ სამარცხვინო პოლიტიკის მიმართ, რასაც ივანიშვილი ახორციელებს. მან ღიად მოუწოდა ოპოზიციას, რიტორიკა შეცვალოს. სასაცილოა, როდესაც ხელისუფლება მოუწოდებს ოპოზიციას, არ გააკრიტიკოს. ეს ოპოზიციის ფუნქციაა.
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილმა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო ნაციონალური მოძრაობის წევრთა რეპრესიები. მან, პარლამენტის ტრიბუნიდან ყოფილი მმართველი პარტიის წევრებს ღიად მოუწოდა რომ თუ ისინი არ შეწყვეტენ ახალი ხელისუფლების კრიტიკას, „პროკურატურასთან რიგები არ შეწყდება“...
მიუხედავად დასავლელი ლიდერების არაერთი გაფრთხილებისა, ოლიგარქი ივანიშვილი პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს აგრძელებს და შერჩევითი სამართლის პრინციპით ხელმძღვანელობს, რითაც სამართლიანად იმკვიდრებს ადგილს ბელარუსის დიქტატორ-პრეზიდენტ ლუკაშენკოს გვერდით...