17:54:06     27-11-2012
კობა სუბელიანი: ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების წყარო

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, მარტვილის რაიონის გამგებელ მამუკა დანელიასა და რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზიას გადადგომის მოთხოვნით, აგრესიული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ვითარების გასაცნობად ადგილზე ჩასულ უმცირესობის წევრებსა და კოალიციის აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. მომხდართან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“-ს შეკითხვებს უმცირესობის წევრი, კობა სუბელიანი პასუხობს.
- ბატონო, კობა, რა მოხდა მარტვილში, რას მოითხოვდნენ აქციის მონაწილეები?
- მარტვილში, საზოგადოების ერთი ნაწილი მოითხოვდა ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლას, რისთვისაც მათ გამართეს საპროტესტო აქცია და მოახდინეს შენობის პიკეტირება. ჩვენ ჩავედით ადგილზე სიტუაციის გასაცნობად, თუმცა აქციის მონაწილეებმა გამგეობის შენობაში შესვლის საშუალება არ მოგვცეს.
- რამ გამოიწვია სიტუაციის გართულება?
- ჩვენს ჩასვლას მოჰყვა უკმაყოფილება, იყო აგრესია, რაც გასაგებია ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის შეცვლის ეს მეთოდი მიუღებელია და საერთო საქვეყნო საქმისთვის სწორად არ მიმაჩნია.
- აქციის მონაწილეები დღეს ამბობდნენ, რომ მათი მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტს არ შეწყვეტენ, დააკმაყოფილებს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება მათ მოთხოვნას?
- ადგილობრივ თვითმმართველობებში ხელისუფლების ამ გზით ცვლილება არის მიუღებელი. ეს არის სამოქალაქო დაპრისპირების წყარო, რაც სამომავლოდ ჩვენს ქვეყნას არ წაადგება.
თუ მოსახლეობა უკმაყოფილოა გამგებლითა და საკრებულოს თავმჯდომარით, მას შეუძლია მოქალაქეობრივი პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დააფიქსიროს და სასურველი პირები აირჩიოს.
- როგორი იქნება თქვენი პოზიცია, თუ მოქალაქეები აქციებს არ შეწყვეტენ?
0