სამი თითის კომბინაცია ტარიფების განახევრების ნაცვლად სამი თითის კომბინაცია ტარიფების განახევრების ნაცვლად />


  14:25:37     22-11-2012

სამი თითის კომბინაცია ტარიფების განახევრების ნაცვლად

a22337.jpg

"მე მხოლოდ ორჯერ ვთქვი რომ ტარიფები განახევრდებოდა, თუმცა, დღეს, დამტკიცებულად მინდა გითხრათ რომ ტარიფები ვერ განახევრდება", - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა, "ქართული ოცნების" ლიდერმა და პრემიერ მინისტრმა. 

შესაბამისად, აუხდენელი დარჩა იმ ამომრჩევლის ოცნება, რომელმაც ივანიშვილს და მის კოალიციას ხმა, მთავარი დაპირების - გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების განახევრების გამო მისცა.

ამ თემაზე, როგორც დიადი ივანიშვილი იტყოდა, სოციალურ ქსელში "მყისიერად" შეიქმნა ფოტო-ილუსტრაცია, რომელიც კარგად გამოხატავს შექმნილ სიტუაციას დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით. 


0

ავტორი: