ღარიბაშვილის შსს ერთდროულად 1200 კაცს უსმენს - "შავი სია"... ღარიბაშვილის შსს ერთდროულად 1200 კაცს უსმენს - "შავი სია"... /> "/> " />


  15:46:24     19-11-2012

ღარიბაშვილის შსს ერთდროულად 1200 კაცს უსმენს - "შავი სია"...

a22326.jpg

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, პოლიცია უკანონოდ უსმენს 1200 კაცს, რომელთა შორის არიან როგორც პოლიტიკოსები, ისე ჟურნალისტები და უბრალოდ, ცნობილი ადამიანები. 

აღსანიშნავია, რომ 1200 კაციანი სია, რომელიც შს მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის ზედამხედველობით შედგა, უპრეცენდენტოა. წინა ხელისუფლების დროს, საქართველოში არ არსებობდა სპეციალური აპარატურა, რომელიც ერთდროულად ამ რაოდენობის ადამიანებს მოუსმენდა.

შესაბამისად, შსს-მ მოსასმენი აპარატები დამატებით შეიძინა. თითქმის გააორმაგა ადამიანური რესურსიც. ეს მაშინ, როცა ღარიბაშვილი და მისი ბელადი ივანიშვილი ამტკიცებდნენ, რომ „დასრულდა უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის დრო“.

რაც შეეხება 1200 კაციან სიას... წყაროს ცნობით, სიაში ფიგურირებენ როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ შორის დეპუტატებიც.

გარდა ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლების წევრებისა, „შავ სიაში“ არიან: ტელევიზიების, გაზეთების, რადიოების, ინტერნეტ-გამოცემების დამფუძნებლები, დირექტორები, რედაქტორები, რეპორტიორები, პროდიუსერები, ჟურნალისტები... 

1200 კაციან სიაში ასევე მოხვდნენ: ის ადამიანები, ვისაც საზოგადოებრივ აზრზე პირდაპირი თუ ირიბი გავლენის მოხდენა შეუძლია (ექსპერტები, პოლიტოლოგები...).

და ბოლოს: რამდენიმე დღის წინ, კბილაშვილ-წულუკიანმა „კუდის“ მაღალჩინოსნები და შს მინისტრის ყოფილი მოადგილე დაიჭირეს. მოტივი: უკანონო მოსმენები და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება-გავრცელება.

ეს მაშინ, როცა შს სამინისტრომ, ახალი ხელისუფლების პირობებში, უკანონო მოსმენების რაოდენობა უპრეცენდენტოდ გაზარდა... „ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება“...
0

ავტორი: