ივანიშვილის პირადი ტყვეები (ვიდეო) ივანიშვილის პირადი ტყვეები (ვიდეო) />


  14:30:51     16-11-2012

ივანიშვილის პირადი ტყვეები (ვიდეო)

a22321.jpg

ივანიშვილის პირადი შურისძიება გრძელდება. შესაბამისად, იზრდება ოლიგარქის პირად პატიმართა რაოდენობაც. გუშინ, ივანიშვილის ხელისუფლების შურისძიების მსხვერპლი, პოლიციის კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი გახდა. მათ შორის შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, შოთა ხიზანიშვილი. 

ხიზანიშვილი, რომელიც ბოლოს თბილისის ვიცე-მერი იყო, იმ ცნობილი აუდიოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება-გავრცელებისთვის დააკავეს, სადაც კოალიციის ლიდერები ერთმანეთს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ.

მაგალითად: ჩანაწერებში, ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს ყ-ს უწოდებს, გუზაბ სანიკიძე ბერას ალბინოსობაზე საზიზღრად საუბრობს, ირაკლი ღარიბაშვილი თინა ხიდაშელს აგინებს...

ეს აუდიოჩანაწერები „იუთუბის“ მეშვეობით ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას სახელით გავრცელდა. მთავარი პროკურორი კბილაშვილი ამტკიცებს, რომ სურმავას აუდიოჩანაწერები შოთა ხიზანიშვილის დავალებით მისცეს და მისი გავრცელება აიძულეს. სამაგიეროდ კი 150 ათასს დაპირდნენ.

აღსანიშნმავია, რომ აუდიოჩანაწერებს, ივანიშვილი და კოალიციის ლიდერები ადრე ფაბრიკაციას უწოდებდნენ. დღეს კი, კბილაშვილმა, ფაქტობრივად, ოფიციალურად დაადასტურა, რომ აუდიოჩანაწერები რეალურია და „ქართული ოცნების“ ლიდერები მართლაც უცენზუროდ მოიხსენიებდნენ ერთმანეთს, მათ შორის დიად ივანიშვილსაც.

ხიზანიშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ თვლის. მართალია, შოთა ხიზანიშვილისთვის წაყენებული ბრალდება (ისევე როგორც ივანიშვილის სხვა მსხვერპლთა შემთხვევაში), ამჯერადაც არ არის მტკიცებულებებით გამყარებული, თუმცა, როგორც ჩანს, კბილაშვილს ეს საკითხი დიდად არ ანაღვლებს. მისთვის მთავარი ივანიშვილის მონობაა.

P.S: იუსტიციის უცნაური მინისტრი და მთავარი პროკურორი დღეს ივანიშვილის ის მარიონეტები არიან, რომელთა გამოყენებითაც ოლიგარქი პირად პატივმოყვარეობას იკმაყოფილებს.

წულუკიან-კბილაშვილს ჯერ კიდევ არ ესმით, რომ ივანიშვილის პირადი ტყვეების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მათი „ვირის აბანოში“ მოხვედრის შანსიც იზრდება...

წყაროსა და ვიდეოს სანახავად გადადით ამ ბმულზე

0

ავტორი: