13:44:02     14-11-2012
ივანიშვილი: 2014 წლის გაზაფხულზე პოლიტიკიდან წავალ

"ვაპირებ 2014 წლის გაზაფხულზე წასვლას. მაგრამ მე არ წავალ დამარცხებული, დავტოვებ ძალიან კარგ ხელისუფლებას და მთავრობას. ავიღებ მათზე პასუხისმგებლობას და გადავალ სამოქალაქო საზოგადოებაში, საიდანაც გავაკონტროლებ ჩემ მიერ დატოვებულ ხელისუფლებას.
უნდა მივეჩვიოთ რომ ერთ კაცზე არ უნდა იყოს ხელისუფლება დამოკიდებული. საზოგადოება უნდა განვითარდეს. ეს არის ყველაზე დიდი ოცნება ჩემი,"- განაცხადა მან ბრიუსელში, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე.
საინტერესოა, თუ ივანიშვილი წელიწადნახევარში პრემიერ მინისტრი აღარ იქნება და პოლიტიკიდან წავა, ვინ უნდა შეასრულოს მისი დანაპირები პენსიის 230 ლარამდე გაზრდის, საბანკო-საპროცენტო განაკვეთების 2-3 პროცენტამდე დაწევის, გადასახადების შემცირების, სოფლის მეურნეობის სფეროში ერთი მილიარდის ინვესტირების და სხვა „მარგალიტების“ შესახებ?
მართალია, 2013 წლის ბიუჯეტში წერია, რომ პენსია (110 ლარი) ამჯერად საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება (155) ლარი, თუმცა, „ქართული ოცნების“ დანარჩენ დაპირებებზე არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, ის ჯერ კიდევ შეუსრულებელია და სავარაუდოდ, ვერც შესრულდება.
0