11:58:19     14-11-2012
ვინ არის ივანიშვილის პირადი თარჯიმანი?

ივანიშვილის კიდევ ერთი უცნაურობა. მან, თავისი პირველი ვიზიტის დროს, თარჯიმნად, რუსეთში მცხოვრები ალექსანდრე ებრალიძის ფონდის დირექტორი, ნანა ჯაფარიძე იახლა.
ებრალიძე კრემლთან და რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებული ე.წ. ბიზნესმენია. ის პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა და მკაცრად აკრიტიკებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებს. მისი აზრით, საქართველო მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს რუსეთს და უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე.
პარადოქსია, მაგრამ ივანიშვილმა, ევროპაში, სწორედ პრურუსი ებრალიძის თანამოაზრე (და მისი წარმომადგენელი საქართველოში), წაიყვანა. ნანა ჯაფარიძე ესწრება ყველა ღია თუ დახურულ შეხვედრას. ის, დაესწრება ივანიშვილ-რასმუსენის შეხვედრასაც.
ნანა ჯაფარიძე, თავის დროზე, ნინო ბურჯანაძესთან მუშაობდა პარლამენტში. მოგვიანებით ის საკანონმდებლო ორგანოდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების მიზეზი უცნობია. უცნობია იცის, მოხდა თუ არა, ჯაფარიძის გათავისუფლება ქართული სპეცსამსახურების რეკომენდაციით.
სიმბოლურია, რომ ჯაფარიძის შვილი „ერეკლე მეორის საზოგადოების“ დამფუძნებელია. ეს საზოგადოება კი, ოკუპაციის შესახებ კანონისა და ოკუპაციის მუზეუმის გაუქმებას მოითხოვს (რასაც ითხოვს მოსკოვიც).
რატომ აირჩია თარჯიმნად ივანიშვილმა რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი ალექსანდრე ებრალიძის წარმომადგენელი, ძნელი გამოსაცნობი არაა. სავარაუდოდ, ივანიშვილის სჭირდება „საბუთი“, რომ მოსკოვის რეკომენდაციებს არ გადაუხვევს.
ასეთი „საბუთი“ კი, ალბათ, ნანა ჯაფარიძეა, რომელიც, სავარაუდოდ, ამ ვიზიტის დეტალებს ებრალიძეს უპატაკებს. თავის მხრივ, ებრალიძე ინფორმაციას მიაწვდის რუსეთის სპეცსამსახურებს.
0