რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს />


  15:41:10     12-11-2012

რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს

a22309.jpg

„როიტერი“ 

„მე მხარს ვუჭერ არჩევნებსა და ხელისუფლების გადაბარებას, მაგრამ არ დავმალავ, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რაც ახლა ხდება საქართველოში, განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტების დაკავების გამო. 

ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ცოტა ხნის წინ პრაღაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მისი თქმით, ნატო განაგრძობს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერას და არ აპირებს ჩაერიოს სამართლებრივ საკითხებში, თუმცა ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ არსებობს სტანდარტები, რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ. არ შეიძლება, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკურად მოტივირებული იყოს - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა“. 

იხილეთ წყარო, გადადით ამ ბმულზე


0

ავტორი: