პოლიტიკური დევნა პოლიციაში - საჯარო პატაკი ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკური დევნა პოლიციაში - საჯარო პატაკი ირაკლი ღარიბაშვილს />


  14:29:37     07-11-2012

პოლიტიკური დევნა პოლიციაში - საჯარო პატაკი ირაკლი ღარიბაშვილს

a22289.jpg

2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება. ახალი ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა რამოდენიმე

ძირითადი განაცხადი ქვეყნის მომავალი მართვის ფორმებთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთი იყო, რომ ისინი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ დაიწყებდნენ რიგითი მოქალაქეების დევნას და არც საჯარო მოხელეების.

მთავრობის გადაბარებიდან რამოდენიმე დღეში ახალი ხელისუფლების ეს განცხადება რეალურად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. შსს-ში არაერთ თანამშრომელს მოუწია დაეწერა „ნებაყოფლობითი“ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. ასეთივე მოთხოვნა არის ჩემი მისამართითაც. იყო მითითება, რომ უნდა დავწერო პატაკი: „გთხოვთ გამანთავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოთ შს ორგანოებიდან“.

აქედან გამომდინარე, ვწერ საჯაროდ პატაკს:

შს მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილის, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ გოგა ონიანის

პატაკი

ბატონო ირაკლი,

მოგახსენებთ, რომ შს ორგანოებში ვმუშაობ ბოლო 8 წლია. ამ ხნის განმავლობაში, როგორც სისტემას, ასევე ჩემს ქვეყანას და ხალხს ვემსახურე პირნათლად და არ დამიზოგია ძალა და ენერგია, დაკისრებული მოვალეობების სრულფასოვნად და ჯეროვნად შესრულებისათვის. ამ პერიოდებში საქართველოს წინაშე დამდგარა არაერთი გამოწვევა, სადაც შს სამინისტროს პირადი შემადგენლობა და მათ შორის პირადად მეც არასოდეს ვყოფილვართ გულგრილი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევების გადაწყვეტის პროცესში მიგვეღო მონაწილეობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვერ მივიღებ დღეს მოსული ხელმძღვანელის მხრიდან თხოვნას, მოთხოვნასა თუ რეკომენდაციას, პატაკი დავწერო „საკუთარი სურვილით შს ორგანოების დატოვებაზე.“

ვიდაიდან არ მეძლევა შესაძლებლობა მომავალშიდაც განვახორციელო ჩემი პროფესიული საქმიანობა შსს ორგანოებში, გთხოვთ თავად დამითხოვოთ შსს ორგანოებიდან.

შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი
სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის
სამმართველოს უფროსის მოადგილე,
პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გოგა ონიანი
0

ავტორი: