თბილისი მკვლელების ქალაქს ემსგავსება თბილისი მკვლელების ქალაქს ემსგავსება />


  10:32:52     06-11-2012

თბილისი მკვლელების ქალაქს ემსგავსება

a22283.jpg

წუხელ, მეტროსადგურ ავლაბართან 22 წლის გიორგი მამარდაშვილი მოკლეს. მას, ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში რამდენჯერმე ესროლეს. მოკლული ავლაბარში ცხოვრობდა და მისი ცხედარი, პირველად დედამ ნახა. 

მეზობლებისა და მამარდაშვილის ახლობლების თქმით, მათ არ გაუგიათ არც გასროლის და არც ჩხუბის ხმა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

გარდაცვლილის ნათესავები იმედოვნებენ, რომ სამართალდამცველები მკვლელისა და მკვლელობის თანამონაწილეების დაკავებას უახლოეს დღეებში შეძლებენ.

არსებობენ თვითმხილველები, რომელთა ვინაობას პოლიცია ამ დრომდე არ ახმაურებს. სავარაუდოდ, ცნობილია მკვლელიც და მკვლელობის მოტივიც.

P.S: არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით გახშირდა სხვადასხვა მძიმე დანაშაული: ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, მკვლელობა... ბოლო ორ დღეში, 3 მკვლელობა მოხდა. მათგან მხოლოდ ერთია გახსნილი. 

ექსპერტთა აზრით, კრიმინოგენური სიტუაციის დაძაბმა გამოწვეულია როგორც პოლიციის არაეფექტურობით ისე იმითაც, რომ შს გამოუცდელმა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მოადგილეებად და პოლიციის უფროსებად ოდიოზური, შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის დროინდელი პოლიციელები დანიშნა. ამ ფაქტმა უარყოფითი გავლენა იქონია შს სამინისტროს პირად შემადგენლობაზე.
0

ავტორი: