შს მინისტრის პირველი მოადგილე: ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა, რუსეთს თბილისი აეღო შს მინისტრის პირველი მოადგილე: ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა, რუსეთს თბილისი აეღო />


  16:12:57     01-11-2012

შს მინისტრის პირველი მოადგილე: ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა, რუსეთს თბილისი აეღო

a22271.jpg

შს მინისტრმა ღარიბაშვილმა პირველ მოადგილედ შევარდნაძის უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი დანიშნა. „პრესა.ჯი“ გთავაზობთ ლაშა ნაცვლიშვილის ორ განცხადებას (უცხოურ მედიაში), რომლის შეფასება მკითხველს არ გაუჭირდება. 

ნაცვლიშვილი, თავის დროზე, მადლობას უხდიდა რუსულ „ფსბ“-ს, საქართველოსთვის გაწეული „დახმარების“ გამო და ფიქრობდა რომ: უმჯობესი იქნებოდა რუს ოკუპანტებს თბილისი აეღოთ.

„11 აგვისტო, 2002.

თბილისი, ინტერფაქსი:

ლაშა ნაცვლიშვილი: რუსეთის ФСБ ფასდაუდებელ დახმარებას უწევს საქართველოს

სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი კმაყოფილებას გამოთქვამს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობის კუთხით.

„ФСБ ფასდაუდებელ დახმარებას უწევს საქართველოს მთელი რიგი სამართლებრივი და ოპერატიული საკითხების გადაწყვეტაში და თბილისი ამ მიდგომას აფასებს. ასევე აფასებს რუსეთის სპეცსამსახურების გაწონასწორებულ პოზიციას, რომლებიც არასდოს გამოსულან საქართველოს წინააღმდეგ დაუფიქრებელი და უსაფუძვლო განცხადებებით“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.

მისი თქმით, ФСБ-ს დირექტორის მოადგილის ჟდანკოვის ხუთდღიანი ვიზიტის დროს თბილისში, ძირითადად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს, მაგრამ დაისახა შემდგომი თანამშრომლობა ეკონომიკური სახის დანაშაულთა, ასევე ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ. „ორი ქვეყნის სპეცსამსახურს შორის დამყარებულია კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობა“, - დაამატა ნაცვლიშვილმა.

ლაშა ნაცვლიშვილმა, 2009 წლის საპროტესტო გამოსვლების დროს სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ, ინტერვიუ მისცა „პოლიტ. რუ“-ს, სადაც თქვა ფრაზა, რომელმაც მღელვარება და აღშფოთება გამოიწვია, მათ შორის, ოპოზიციის მომხრეებშიც: 

„ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა, რუსეთს თბილისი აეღო“. მოგვიანებით, მან განმარტა, რომ ეს ფრაზა რუსი ჟურნალისტის „თავისუფალი ინტერპრეტაციის შედეგი იყო“, რადგან სიტყვასიტყვით ფრაზა, მისივე თქმით, ასე იყო ნათქვამი: „მაინცდამაინც თბილისი უნდა აეღოთ რუსებს, რომ ქართველ ხალხს დაენახა, რას უქადის სააკაშვილის რეჟიმი ქვეყანას?“ - არადა, ორიგინალში კარგად ჩანს, რომ თბილისის აღების სურვილის გამოხატვამ ნაცვლიშვილის მხრიდან რუსი ჟურნალისტიც კი გააკვირვა:

ჟურნალისტი: „ლაშა, ჩვენ არ გეცოდებით? ჩვენ როგორ ვიცხოვროთ ამის შემდეგ?“

ლაშა ნაცვლიშვილი: „ეს კაცი (გულისხმობს მიხეილ სააკაშვილს.) უნდა გატეხო, ის მხოლოდ ძალას უწევს ანგარიშს. მან განაცხადა, რომ ქართული ინტელიგენცია უნიტაზში ჩარეცხილია, ის ჩვენ „სოვოკებს“ გვიწოდებს. იცით, საქართველოში ხალხმა ხელისუფლებას, შესაძლებელია, კორუფცია აპატიოს, მაგრამ არაადამიანურ დამოკიდებულებას არ აპატიებს. მან კი ადამიანთა პატივისცემაზე თქვა უარი“. 
0

ავტორი: