15:40:06     27-12-2010
ჰერკულესის კატლეტი
საჭირო მასალა:
2 ჩაის ჭიქა გერკულესს დავასხათ მდუღარე წყალი ღრმა ჭურჭელში ისე რომ ფარავდეს და
დავახუროთ თავსახური.
მომზადების წესი:
სახეხზე გავხეხოთ 1 საშუალო თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, დავჭრათ ქინძი და ოხრახუში წვრილად და ჩავაყაროთ უკვე გაფუებულ ჰერკულესში, დავუმატოთ შავი დაფქვილი პილპილი და მარილი გემოვნებით. ავურიოთ კარგად ეს ყველაფერი და გამოვაცხოთ ცხელ ზეთიან ტაფაზე პატარა კატლეტები.