ლუკაშენკო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს?! ლუკაშენკო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს?! />


  13:22:44     31-10-2012

ლუკაშენკო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს?!

a22266.jpg

ბელორუსი ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად აფხაზეთისა და სამხრეთ–ოსეთის აღიარების საკითხს იყენებს

"რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, რუსეთის გაზის ფასის განხილვისა და ბელორუსის კრედიტების საკითხების მოგვარების ფონზე, ევროკავშირის მიდ– ის ხელმძღვანელი ბელორუსიაში, ვლადიმერ მაკეი არ გამორიცხავს, რომ რესპუბლიკა გადახედავს საკუთარ პოზიციას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხთან დაკავშირებით. 

ბელორუსის ეკონომიკა სტაგნაციის მდგომარეობაშია. ექსპერტები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანას ჩიხიდან გამოსვლის პერსპექტივა არ აქვს. 

„ექსპორტის გაზრდა წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელი არ არის, ამის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსალოდნელია სავაჭრო ბალანსის დარღვევა“, – განაცხადა რამდენიმე ხნის წინ „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ ინტერვიუში ეკონომისტმა ალექსანდრ ჩურბიკმა.

უახლოეს მომავალში ბელორუსის სავალუტო ბალანსზე შესაძლოა გაჩნდეს 200 მილიონი დოლარის გადახდის აუცილებლობა. 2013 წელს ბელორუსიას შიდა კრედიტორებისთვის გადასახდელი ექნება 3 მილიარდ დოლარზე მეტი, რაც ორჯერ მეტია ვიდრე წინა წელს იყო. 

შექმნილი მდგომარეობა უბიძგებს ბელორუსიას, რომ ეძებოს ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გზები. ლუკაშენკოს აქვს ორი საშუალება: დაუთმოს რუსეთს და მიიღოს მისგან დახმარება ან შეეცადოს დასავლეთს მიმართოს და მათგან ითხოვოს შველა.

ვიდრე, ბელორუსის ოფიციალური პირები ორი თვითაღიარებული ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსიამ არ აღიარა აფხაზეთი და ოსეთი იმიტომ, რომ რუსეთი მას ეკონომიკურ მხარდაჭერას არ ჰპირდება; პარალელურად კი განაცხადა, რომ ევროკავშირი არ ეხმარება ბელორუსიას ეკონომიკურად იმის სანაცვლოდ, რომ ამ ქვეყანამ არ აღიარა აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა. 

ახლა დადგა დრო ეს საკითხი ხელახლა გადაიხედოს. რუსეთის პარალელურად, ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, იმის მიუხედავად, რომ ეს ქვეყნები არის წყნარი ოკეანის პატარა კუნძულები.

ექსპერტთა აზრით, აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ვენესუელამ დიდი ეკონომიკური დახმარება მიიღო - ორი მილიარდი დოლარი". 

პ.ს: რუსულ პრესაში გაჟღერებული ეს ინფორმაცია, წესით მნიშვნელოვანი სიგნალი უნდა იყოს "მეოცნებე" ივანიშვილისა და მისი მთავრობისთვის. ფაქტია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლება ლუკაშენკოსთან ურთიერთობების დალაგებას ამ დრომდე ახრეხებდა. რას გააკეთებს ბიძინა, საიმისოდ, რომ ბელარუსმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა არ სცნოს, ამის პროგნოზირება რთულია.  

0

ავტორი: