ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე, ალეკო ტაბატაძე? ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე, ალეკო ტაბატაძე? />


  18:28:23     30-10-2012

ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე, ალეკო ტაბატაძე?

a22262.jpg

ცოტა ხნის წინ, შს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე თავისი მოადგილეების ვინაობა დაასახელა. მან, ერთ-ერთ მოადგილედ, შევარდნაძის კრიმინალური საქართველოს პოლიციის მაღალჩინოსანი, ალეკო ტაბატაძე დანიშნა.

ალეკო ტაბატაძე, მაშინ, როცა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი სოსო ალავიძე იყო, ვაკის პოლიციის უფროსად მუშაობდა. „ტაბატაძე ნამდვილი ჯალათის, თბილისის პოლიციის უფროსის, სოსო ალავიძის მარჯვენა ხელი იყო“, - ეს პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებია, რომელიც მან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე წარმოსთქვა.

„არ შეიძლება თბილისელებს ტაბატაძე არ ახსოვდეთ. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკობარიგა, რომელიც მთლიანად აკონტროლებდა თბილისში ნარკოტიკებს. ამისთანა ხალხის შედეგად მაშინდელ საქართველოში მთელი თაობა ნემსზე შეჯდა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ტაბატაძეს, პრეზიდენტისგან განსხვავებით, პატიოსანსა და გამოცდილს უწოდებს შს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. "ის არის უაღრესად პროფესიონალი და გამოცდილი კადრი. ჩვენ ვართ ერთი გუნდი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ვინ არის ალეკო ტაბატაძე?

მან კარიერა სოსო ალავიძის პოლიციაში აიწყო. ტაბატაძე ალავიძის ნათესავია და ვაკის პოლიციის უფროსობის შემდეგ, კრიმინალური საქართველოს შს სამინისტროს ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსადაც მუშაობდა.

ალეკო ტაბატაძე ფიგურირებდა არჩევნებამდე გავრცელებულ ფარულ ვიდეო-ჩანაწერშიც. ჩანაწერის მიხედვით, ის, როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი, ადამიანების მოქრთამვას ცდილობდა.

ალეკო ტაბატაძე ნინო ბურჯანაძისა და ბადრი ბიწაძის კადრია. მას სწორედ ბურჯანაძეების კლანი მფარველობდა, ალავიძესთან ერთად. რევოლუციის შემდეგ, პოლიციიდან გათავისუფლებულმა ტაბატაძემ საქართველო დატოვა და უცხოეთში ცხოვრობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბურჯანაძემ ივანიშვილს „გაუიასნა“, თბილისში დაბრუნდა და კოალიციის საპარლამენტო სიაშიც მოხვდა.

P.S: რაც შეეხება ღარიბაშვილის სხვა მოადგილეებს: შს მინისტრის პირველი მოადგილე შევარდნაძის უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, „რესპი“ ლაშა ნაცვლიშვილი იქნება.

შს მინისტრის მოადგილეები ასევე იქნებიან: ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, ლევან იზორია, გელა ხვედელიძე და ალექსი ბატიაშვილი. საპატრულო პოლიციის უფროსს ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ წარადგენს.
0

ავტორი: