19:18:20     29-10-2012
უნდა აშფოთებდეთ თუ არა, საქართველოში ძალაუფლებისთვის ბრძოლა „იმარატ კავკაზს“?

რუსულენოვანი ინტერნეტ-პორტალი kavkazcenter.com სტატიას აქვეყნებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. სტატიის ავტორი, რუსლან სინბაპიგოვი ეჭვ ქვეშ აყენებს უმარ იდიგოვის ვერსიას, თითქოს ლოპოტის ხეობაში განვითარებული მოვლენები საქართველოს ხელისუფლების პროვოცირებული იყო.
ავტორი, მიმოიხილავს ივანიშვილ-სააკაშვილის ურთიერთობებს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ "ქართული ოცნება" კავკასიელ ხალხთან მეგობრობაზე უარს იტყვის. სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ივანიშვილის რუსულ კავშირებზეც და მის მიმართ იყენებს ფარზას - "კრემლის პროექტი".
იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, რომლის ლიდერიც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, ძალაუფლებისათვის ბრძოლის შეწყვეტაზე საუბარი ნაადრევია.
სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დაძაბულობა არ დამცხრალა. არჩევნებში დამარცხებული ძალა გავლენის სფეროების შენარჩუნებას ცდილობს - დრო საკმარისია, ოპოზიციას ერთი წელი აქვს იმისათვის, რომ ძალების რეორგანიზაცია მოახდინოს და ოპონენტები გააკრიტიკოს.ამ დროისათვის არსებულმა გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რა „კოზირების“ გამოყენებას გეგმავენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და რა მიმართულებით აპირებენ სააკაშვილისათვის დარტყმის მიყენებას.
კომპრომატების ომში, პირველი კომპრომატი უმარ იდიგოვმა გაახმოვანა, როცა ის СМИ-ს წარმომადგენლებმა წარადგინეს. რუსეთის СМИ-ს წარმომადგენლებმა იდიგოვი „დუდაევის ნათესავის“ გარდა, „ჩეჩნეთის კავშირის გავლენიან წევრად“ მოიხსენიეს და შეაფასეს ეს, როგორც „გრანდიოზული სკანდალი“.
საკითხი ეხება ლოპოტას ხეობაში 2012 წლის აგვისტოში მომხდარ სისხლისღვრას. ამ ტერიტორიაზე მოხდა ბრძოლა დაღესტანში მიმავალ კავკასიელ მოჯაჰედებსა და საქართველოს თავდაცვის სპეცრაზმს შორის. ორივე მხარეს ჰქონდა დანაკარგი.
უმარ იდიგოვის ვერსიით, ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ადრიდანვე დაგეგმილი პროვოკაცია იყო. უმარ იდიგოვი ჰყვება, რომ მას მიმართეს საზღვარგარეთ მცხოვრებმა თანამემამულეებმა და სთხოვეს, რომ გადაემოწმებინა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მათ სთავაზობდნენ კორიდორს, რათა, „ტერორისტული აქტების მომზადების მიზნით“, ჩრდილოეთ კავკასიიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადასულიყვნენ.
იდიგოვი აცხადებს, რომ მან ნახა თუ როგორ მორიგეობდა არჩევნებამდე ქართული სპეცრაზმი ამ ტერიტორიაზე. მისივე განცახდებით, ყველა ჩამომსვლელ ევროპელ კეთილისმსურველს თბილისის აეროპორტში ხვდებოდნენ „შავი ჯიპებით“. მათი ერთი ნაწილი თბილისში კონსპირაციულ ბინებში განათავსეს, დანარჩენები კი გადააგზავნეს პანკისის ხეობაში. „მთელი ზაფხული პანკისი სავსე იყო ახალგაზრდა, ძლიერი ბიჭებით“ - ჰყვება იდიგოვი.
„ამ ბიჭების გადასროლა ჩეჩნეთში სხვადასხვა მიზეზის გამო გაჭიანურდა, ამასობაში ჩამოსულებმა ნელ–ნელა დაიწყეს უკან დაბრუნება. სპეცოპერაციის მომენტში საზღვარზე დარჩა 20 ადამიანი. ქართული მხარე ამ ხალხს დაჰპირდა, რომ მათი უსაფრთხოება დაცული იქნებოდა. მათ მისცეს ფორმები, იარაღი, დოკუმენტები, შემდეგ კი ალყა შემოარტყეს და დახვრიტეს“, - აცხადებს იდიგოვი.მისი ვერსიით, ინსცენირების მიზნით, სპეცოპერაცია იყო დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა, რასაც უნდა მოჰყოლოდა საგანგებო მდგომარეობა და მოსალოდნელი არჩევნების გადატანა.
უმარ ოდიკოვი ვერანაირად ვერ ხსნის - რატომ ვერ განახორციელა სააკაშვილმა საკუთარი გეგმა, არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და არ გადაიტანა არჩევნების ვადა.
„პროვოკაცია შედგა, სისხლისღვრა იყო, რამდენიმე დღე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, იყვნენ დახოცილები, დაჭრილები“ - აცხადებს იდიგოვი. ამ შეკითხვაზე პასუხი არ არის. პასუხს არ სცემს არც ივანიშვილი, არც იდიგოვი; სანაცვლოდ არის ბევრი ხმაური და სააკაშვილის მისამართით დაბეჭდილი სტატიები რუსულ მედიაში.
ლოპოტის ხეობის ამ პროცესებში ჩართული იყო ასევე ახმედ ჩატაევი. (საქართველოს პროკურატურამ ჩატაევს ბრალი წაუყენა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში, რაც თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. მისი სასამართლო პროცესი 29 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გაიმართოს).
შეგახსენებთ, რომ ჩატაევი ლოპოტას ხეობაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიჭრა და ათი დღე ტყეში იმყოფებოდა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში მიიყვანეს და მას ოპერაცია გაუკეთეს. ამ დროისათვის იგი ციხის საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობა არასახარბიელო მდგომარეობაშია.
ივანიშვილი ძალაუფლების გაყოფას არ აპირებს, იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილს კიდევ ერთი წელი აქვს დარჩენილი. ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ, ივანიშვილი სააკაშვილის იმპიჩმენტზე არაფერს ამბობს, თუმცა, აშკარაა, რომ მილიარდერს აზრი არ შეუცვლია.
ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ „სენსაციის“ შემდეგ ორ დღეში გიორგი ჟვანიამ, ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმამ (ზურაბ ჟვანია დაიღუპა შემთხვევით, 2005 წელს) მისი ძმის სიკვდილის ინსცენირებაში სააკაშვილის გუნდის ყოფილი მინისტრები დაადანაშაულა.
ივანიშვილის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ჟვანიას სიკვდილის გამომწვევი მიზეზების გამოძიება გაგრძელდება და აუცილებლად დასრულდება. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოში შეკითხვები არსებობს.
უნდა აშფთებდეს თუ არა, საქართველოში ხელისუფლებისთვის ბრძოლა „იმარატ კავკაზს“? რას უნდა ველოდოთ, თუ სააკაშვილი შეწყვეტს შეტევას და საქართველოში სიტუაცია დაწყნარდება?
ეს შეკითხვები რიტორიკულია, ნებისმიერი მოყვარული დამკვირვებლისთვის აშკარაა, რომ საქართველო არ თამაშობდა და არ თამაშობს როლს „იმარატ კავკაზისთვის“ რუსეთის საწინააღმდეგოდ. არადა, ლოგიკით, საქართველო უნდა დახმარებოდა „იმარატ კავკაზს“.
აქ ჩნდება კითხვები: რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ საქართველოს პოლიტიკაზე მის მეზობლებს, ხოლო პირველ რიგში მუსულმანურ ჩრდილოეთ კავკასიას?
ერთი მხრივ, საქართველოსა და „იმარატ კავკაზს“ საერთო მტერი ჰყავთ – რუსეთი. მეორე მხრივ, საქართველო იბრძვის მუსულმანთა წინააღმდეგ ავღანეთში.
როგორც არ უნდა იყოს, ლოპოტაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ „იმარატ კავკაზი“ არ ჩქარობს გასვლას. მოკვლევა გრძელდება და არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, რაც საკმაოდ უცნაურია.
ამიტომ, უმარ იდიგოვის გამოსვლა უნდა აღვიქვათ, როგორც შიდა პოლიტიკური ბრძოლა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება, ბოლო რამდენიმე წელია, ღიად აფიქსირებდა თავის პოზიციას: ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთან მეგობრობასთან დაკავშირებით, გადადგმული აქვთ კონკრეტული ნაბიჯები.
როგორ მოიქცევა ივანიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ კავკასიაში განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
ესმის თუ არა, ეს ივანიშვილს, რომლის მისამართითაც ხშირად გაისმოდა ეპითეტი - „კრემლის პროექტი“, რასაც რეალურად აქვს საფუძველი, ძალიან მალე გახდება ცნობილი.