14:37:11     29-10-2012
გელა ნიკოლეიშვილი და "მხედრიონი"

სახალხო დამცველის პოსტისთვის ბრძოლა გრძელდება. პატიმრების მშობლები ამ თანამდებობაზე ყოფილი დეპუტატის, დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურას უჭერენ მხარს. არასამთავრობოები უფლებადამცველ თამარ გურჩიანზე აკეთებენ აქცენტს. ხოლო ადვოკატთა ასოციაციის რჩეული, ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილია.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის "სელექციის" პროცესს არაფორმალურად სასჯელაღსრულების მინისტრი, სოზარ სუბარი ხელმძღვანელობს. ეს ის შემთხვევაა, როცა სუბარი არჩევს იმას, ვინც ის უნდა აკონტროლოს. რამდენად მორალური თუ კანონიერია სუბარის ჩართულობა ამ პროცესში, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.
"პრესა.ჯი" აქვეყნებს გელა ნიკოლეიშვილის იმ ფოტოს, სადაც სახალხო დამცველობის კანდიდატი "მხედრიონთა" ლიდერს, ჯაბა იოსელიანს უმაგრებს ზურგს.
0