ვინ და რატომ ჩაგრავს კობა დავითაშვილს „ქართულ ოცნებაში“?! ვინ და რატომ ჩაგრავს კობა დავითაშვილს „ქართულ ოცნებაში“?! />


  18:01:19     26-10-2012

ვინ და რატომ ჩაგრავს კობა დავითაშვილს „ქართულ ოცნებაში“?!

a22248.jpg

„ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება ღრმავდება. ერთ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი და „ნავერტილეს“ მოყვარული კობა დავითაშვილი გასაჭირშია. მას, კოალიციაში „გასაქანს“ არ აძლევენ. 

კობა, თავდაპირველად, პირდაპირობით, გულწრფელობითა და სამართლიანობის გრძნობით გამოირჩეოდა, ჯერ კიდევ „თეთრი მელას“ პარლამენტში... მან, როცა „მოქკავშირის“ წევრი იყო, შევარდნაძის ინპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. მერე ედუარდმა „დაატორმუზა“ კობა, უხილავი „ბარიერებით“...

დავითაშვილი სააკაშვილის ერთგული და „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. თუმცა, რევოლუციის შემდეგ, მას საოცნებო გენ-პროკურორობა არ აღირსეს და თავდაცვის მინისტრობა შესთავაზეს.

ამბიციურმა კობამ თავდაცვის მინისტრობა იუკადრისა და ოპოზიციაში წავიდა. შეიძლება კიდევ ჰქონდა „არგუმენტები“, მაგრამ მის გაქცევაში, მთავარი მაინც გენერალური პროკურორის პოსტი იყო, რომელიც არ „მისცეს“...

შიმშილობა, მიტინგები, „ნავერტილე“, ხაჭაპური...

გაოპოზიციონერებული დავითაშვილი, რევოლუციის შემდეგ ხშირად ჩნდებოდა იქ, სადაც ანტისახელისუფლებო პროტესტი, მანიფესტაცია და შიმშილობა იყო... იმიტინგა, იპროტესტა და ბოლოს, როცა ოპოზიციის „ზენიტში“ ავიდა, გემრიელი „ნავერტილეს“ მოლოდინში 20 ათასი აიღო ქრთამის სახით - ერთ-ერთი თანაპარტიელის სიაში ჩასასმელად.

ეს მაშინ მოხდა, როცა კობა „კონსერვატორობდა“. ფარული ვიდეო, თუ როგორი მადა აქვს დავითაშვილს და როგორ იღებდა ქრთამს, მთელმა საქართველომ იხილა... თუმცა, ამას კიდევ ერთი „ბედის ირონია“ მოჰყვა.

როცა რუსთაველზე ე.წ. „ეროვნული საბჭო“ შიმშილობდა (მათ შორის დავითაშვილიც), ხმა გავრცელდა, რომ მოშიმშილე კობა, კინოთეატრ „რუსთაველის“ საპირფარეშოში „ფენოვანს“ მიირთმევდა...

თუმცა, ყოველთვის ასეთი დალხენილი ცხოვრებაც არ ჰქონია მას. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კობა რამდენჯერმე მაგრადაც სცემეს. ისინი კი, ვინც დავითაშვილი სცემა, დაუსჯელები დარჩნენ.

კობა და ოცნება

ის იყო, დავითაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, პოლიტიკურ გვამად უნდა გადაქცეულიყო, რომ დიადი ბიძინა გამოჩნდა. ივანიშვილმა თავისი უცნაურობით მაშინვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. მან, საკუთარი ფულის ტომრების გარშემო მათ შორის პოლიტიკური გვამების შემოკრებაც დაიწყო და... ასე მოხვდა ჩვენი დავითაშვილი კოალიცია „ქართულ ოცნებაში“...

წინასაარჩევნო პერიოდში, კობა კოალიციაში არ გამოჩენილა. როცა არჩევნები დასრულდა, დავითაშვილი კოალიციის ოფისში მხოლოდ მაშინ მივიდა. „სამკურნალოდ ვიყავი საზღვარგარეთ და ახლა ჩამოვედი“, - ასე ახსნა მან თავისი „გაუჩინარება“.

კობა მართლაც მკურნალობდა. თუმცა, მთავარი აქ არა მისი მკურნალობა, არამედ ისაა, რომ ივანიშვილის აზრით, დისკრედიტირებული დავითაშვილის, როგორც „ქართული ოცნების“ წევრის საჯაროდ გამოჩენა (წინასაარჩევნო პერიოდში) კოალიციისათვის წამგებიანი იქნებოდა... ოლიგარქი არ ენდობოდა კობას...

ბიძინამ არჩევნები მოიგო. მინისტრების პოსტები ჩამოარიგა... პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის სკამები ზვიადაურისთანა პოლიტიკურად უვიც „მეოცნებეებს“ გადასცა... რა თანამდებობა მისცა კობას?

გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილს, იმაში, რომ კობა დავითაშვილი „მშრალზე“ დარჩენილიყო „რესპუბლიკერები“ დაეხმარნენ. სწორედ მათი რეკომენდაცია იყო რომ „ნავერტილე“ მაქსიმალურად დაბლოკილიყო...

ბიძინამაც, როგორც ხშირ შემთხვევაში, „რესპებს“ დაუჯერა და ერთ დროს თავდაცვის მინისტრობაზე უარის მთქმელი კვალიფიციური იურისტი კობა დავითაშვილი ჯანდაცვის კომიტეტის მოადგილეობით „დააკმაყოფილეს“...

დავითაშვილის რევანში?

ვინმესთვის, იქნებ ისიც გასაკვირია, რომ კობა პარლამენტის წევრი ისევ გახდა. თუმცა, არა დავითაშვილისთვის. კობამ კარგად იცის „რესპების“ პოლიტიკური ფლიდობაც და ისიც, რომ „ქართულ ოცნებაში“ მას, ბევრი უბრალოდ ვერ იტანს...

თუმცა, კულუარული ინფორმაციით, დავითაშვილი, გუბაზ სანიკიძის მსგავსად, შესაფერის მომენტს ელოდება საიმისოდ, რომ ბიძინას, „რესპებსა“ და „ოცნებას“ „აბაროტი“ აუღოს!!!

სავარაუდოდ, ეს იცის ივანიშვილმაც და ზოგჯერ „კამერების წინაშეც“ ეუხეშება „ქართულ ოცნებაში“ დათრგუნულ, ამბიციებმოთოკილ, გაკუპონებულ და ჩამქრალ პოლიტიკურ ვარსკვლავს...
0

ავტორი: