12:21:07     24-10-2012
ივანიშვილს საკუთარი სიტყვები უკან მიაქვს (ვიდეო)

ივანიშვილის მორიგი უკანდახევა. კოალიციის ლიდერი, თუ პენსიის 230 ლარამდე გაზრდას, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „მყისიერად“ გეგმავდა, დღეს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა: „ვერ დავაკონკრეტებ დროს, თუ როდის გაიზრდება პენსია 230 ლარამდე. ალბათ რამდენიმე წელიწადში“.
მეოცნებე ოლიგარქის ეს ფრაზა, სხვა არაფერია, თუ არა, ამომრჩევლის მოტყუება. მას შემდეგ, რაც უმცირესობის ლიდერებმა მას ირაკლი ალასანიას გამონათქვამები შეახსენეს (პენსიის 230 ლარამდე „დაუყოვლებლივ“ გაზრდის შესახებ), მან მისთვის ჩვეული გაურკვეველი პასუხი გასცა დეპუტატების შეკითხვებს.
თუმცა, მთავარი ოლიგარქმა უკვე თქვა: პენსია, 230 ლარამდე არა ახლა, არა მომავალ წელს ან იმის შემდეგ, არამედ „რამდენიმე წლის მერე“ გაიზრდება. როგორც ჩანს, პენსიონერები მოტყუებულები დარჩებიან.
საეჭვოა, ოლიგარქმა, პენსიის 230 ლარამდე გაზრდა თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ შეძლოს. 2 წლის შემდეგ „ჭორვილელი“ ხელისუფლებიდან წასვლას აპირებს...
„მთავრობაში მოსვლიდან 2 წელიწადში, მე წავალ ხელისუფლებიდან“, - ეს ივანიშვილის სიტყვებია და ვიმედოვნებთ, რომ ისეთივე სიცრუე არ აღმოჩნდება, როგორც პენსიის 230 ლარამდე „მყისიერად“ გაზრდა.
0