11:21:45     22-10-2012
იაკობ ალფესი
9 (ახალი სტილით 22) ოქტომბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულის იაკობ ალფესის ხსენების დღეს.
წმინდა იაკობ ალფესი იყო ქრისტეს 12 მოციქულთაგანი. იგი გახლდათ წმინდა მათე მოციქულისა და მახარებლის ძმა. ძმებს თავად იესომ მოუწოდა გამხდარიყვნენ მისი მოწაფეები. მახარებლებს ის ნახსენები ჰყავთ მოციქულთა შორის - მათეს 10:3, მარკოზს 3:18 და ლუკას 6:15.
სულიწმინდის გარდამოსვლის შემდგომ, იაკობ ალფესი ჯერ იუდეაში მოღვაწეობდა, შემდეგ კი სახარების საქადაგებლად ედესაში გაემგზავრა ანდრია პირველწოდებულთან ერთად. შემდეგ მოღვაწეობდა, ღაზაში, ელეფთეროპოლში (სამხრეთ პალესტინა). მერე ეგვიპტეში გაემგზავრა.
ერთი გადმოცემით, ეგვიპტისკენ მიმავალი წმინდა იაკობ ალფესი წამებით მოკლეს ქალაქ ოსტარცინში - ჯვარზე გააკრეს. სხვა გადმოცემით, ის ჩრდილო ეგვიპტის ქალაქ მარმარიკში ქვებით ჩაქოლეს იუდეველება.
წმინდა იაკობ ალფესის ლოცვა ნუ მოკლებოდეს ჩვენს ოჯახებს და ქვეყანას!
ტროპარი:
მოციქულო წმიდაო იაკობ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
კონდაკი:
მტკიცედ დამდებელსა სულსა შინა კეთილ მსახურთასა სიბრძნისა დოღმატსა, სიბრძნით ვნატრიდეთ ყოველნი, ვითარცა ღმრთის-მეტყველსა, იაკობს, რამეთუ საყდარსა დიდებისასა წინაშე მეუფისა მდგომარე, ყოველთა თანა ანგელოსთა იხარებს დაუცხრომელად მვედრებელი ჩუენ ყოველთათვის.
0