ივანიშვილის მინისტრობის კანდიდატს კორუფციაში ადანაშაულებენ (ფაქტები) ივანიშვილის მინისტრობის კანდიდატს კორუფციაში ადანაშაულებენ (ფაქტები) />


  17:20:34     19-10-2012

ივანიშვილის მინისტრობის კანდიდატს კორუფციაში ადანაშაულებენ (ფაქტები)

a22194.jpg

ივანიშვილის დევნილთა მინისტრობის კანდიდატს, დავით დარახველიძეს, რომელიც შევარდნაძის „საოცნებო“ ხანაში რაჭის გუბერნატორი იყო, კორუფციაში ადანაშაულებენ. რკინიგზის თანამშრომელი, ამბროლაურელი პაატა კიკვაძე აცხადებს, რომ დარახველიძე კორუმპირებული ჩინოვნიკია. მისი თქმით, მან სახელმწიფო ქონება უკანონოდ მიითვისა. 

პაატა კიკვაძე: „2003 წელის ოქტომბერში დავით დარახველიძემ სატყეო მეურნეობის 10 000 კვადრატული მიწის ნაკვეთი და 45 ერთეული ტექნიკა და საამქროები, საკუთარ თავზე გადაიფორმა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არსებობს, სადაც ძალიან მიზერულ თანხაზეა საუბარი.

მაშინ, 4-ჯერ ჩატარდა აუქციონი. საბოლოოდ კი, დარახველიძემ მიწა 2 000 ლარად შეიძინა. მეტიც, დავით დარახველიძემ 10 თეთრად 5 000 ჰექტარი მიწაც იყიდა იმ პირობით რომ იქ ვენახი უნდა გაეშენებინა. თუმცა...

„პრესა.ჯი“: დოკუმენტაციებზე საუბრობთ, როდის გეგმავთ ამ ყველაფრის გამოქვეყნებას?

პაატა კიკვაძე: მაგის „კაი კაცობის“ დამტკიცებას მალე ვაპირებ. ბოლომდე შევკრავ ამ საქმეს და კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ყველა მის კორუფციულ დოკუმენტს პირადად ვაჩვებებ.

- ჩვენი ინფორმაციით, გუბერნატორობისას, დარახველიძემ ავტომობილი გაზ–24 იყიდა სახელმწიფოსგან...

- სადღაც 70 ლარად მან „გაზ 31“ იყიდა. მაშინ ეს ავტომობილი გუბერნიის კუთვნილ მანქანად გასაღდა. დარახველიძის სახელი რომ იკითხოთ რაჭაში, ყველა დაგიდასტურებთ, რომ ის მსგავსი კორუფციული მაქინაციებით გამოირჩეოდა. 

- საუბრობენ იმაზეც რომ გუბერნატორობის დროს დარახველიძე მაღალ თანამდებობებზე საკუთარ ახლობლებს ნიშნავდა...

- კი, რაჭის ექს-გუბერნატორ დავით დარახველიძის ცოლის ძმა ქალაქის მერის პოსტზე მუშაობდა. მათ ოჯახს მაშინ თავი სიმდიდრით მოჰქონდა. რიგითი მოსახლეობისთვის არაფერი გაკეთებულა. მას რამოდენიმეჯერ სამუშაო კარიც კი აუჭედეს. ხალხი აპროტესტებმა მის ჩინოვნიკობას, რადგან ის ხალხისთვის არ იყო...

- რაჭველები პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ დავით დარახველიძე გირჩისა და ყურძნის ბიზნესის წილში „იჯდა“...

- მართალია. მაშინდელი გუბერნატორი, გამგებელი, პოლიციის უფროსი და პროკურორი ამ ბიზნესის „ხელშეწყობისთვის“ ბიზნესმენებისგან წილს ითხოვდნენ. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გასაგები მიზეზების გამო, არ არსებობს, მაგრამ ეს ფაქტი მთელმა რაიონმა იცის.

- ბოლო დროს, დარახველიძის ირგვლივ ახალი სკანდალი აგორდა. მას ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებაშიც ადანაშაულებენ...

- მას სულ პირზე აკერია „ზანგების“ თემა. ერთ-ერთ შეხვედაზე მეც მითხრა რომ ეს მთავრობა ჩინელების შემოყვანის მეტს არაფერს აკეთებსო.

- „ქართულ ოცნებაში“ მისი გაწევრიანების საკითხს როგორ აფასებთ?

- თავისნაირები იპოვა და გაწევრიანდა.

- დარახველიძემ ამბროლაურში არჩევნები წააგო, თუმცა, თავს მაინც გამარჯვებულად ასაღებს...

- სასაცილოა. დარახველიძემ ივანიშვილს ათქმევინა, რომ ამბროლაურში არჩევნები მოიგო. არადა, ეს შედეგები მას სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

დადის და არწმუნებს კოალიციას რომ არჩევნები გაუყალბეს. ორ ინსტანციაში ჰქონდა გასაჩივრებული საქმე და არც ერთმა არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი. ამბროლაურმა თავისი არჩევანი გააკეთა და მაჟორიტარად გოჩა ენუქიძე აიჩია.

ის შედეგი კი, რომელიც მან არჩევნებზე მიიღო, კოალიციის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა. შევარდნაძის გუბერნატორი დარახველიძე 10 ხმასაც ვერ აიღებდა... ხალხს ახსოვს ის მწარე დრო, როცა ეგ გუბერნატორი იყო...

P.S: ოფიციალურ დოკუმენტებს, დარახველიძის უკანონო გარიგებების შესახებ, „პრესა.ჯი“ რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.
0

ავტორი: