"იმედში"  პატარკაციშვილის ქვრივი მივიდა - რა ხდება ტელევიზიაში? "იმედში" პატარკაციშვილის ქვრივი მივიდა - რა ხდება ტელევიზიაში? /> "/> " />


  13:51:11     17-10-2012

"იმედში" პატარკაციშვილის ქვრივი მივიდა - რა ხდება ტელევიზიაში?

a22175.jpg

ტელეკომპანია “იმედში”  ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე მივიდა. წინასწარი ინფორმაციით, ტელეკომპანიაში, არხის გენერალურ დირექტორთან გიორგი არველაძესთან გაიმართება შეხვედრა.

გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც  “იმედის”  მფლობელ კომპანიასთან შეთანხმება შედგა, რის შედეგადაც არხი კვლავ პატრაკაციშვილების  ოჯახს დაუბრუნდა. „აუცილებლად შეიცვლება საკადრო პოლიტიკა და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება“ - ამის შესახებ ბადრი პატარკაციშვილის დამ, მზია თოთლაძემ დღეს განაცხადა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ტელევიზიის გადაბარების საკითხს არხის ყოფილი ფინანსური მენეჯერი დავით შონია უხელმძღვანელებს.

პრესა.ჯი მასთან დაკავშირებას ცდილობს, მაგრამ შონია ჟურნალისტებთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. შონია პატარკაციშვილების კუთვნილი კომპანიების შპს „სტანდარტ კაპიტალ საქართველოს“ და შპს „ჰანიველ პარტნერს ჯორჯიას" დირექტორია.

ტელერადიო კომპანია "იმედის" 100 %-იანი წილის მფლობელად ამ დროისთვის კვლავ შპს "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი" ითვლება. კომპანია 2008 წლის 17 დეკემბერს არის დარეგისტრირებული და მისი ერთპიროვნული ხელმძღვანელი გიორგი არველაძეა.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს" ორი აქციონერი ჰყავს: ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი ჯოზეფ ქეი, რომელიც კომპანიის 10 %-ს ფლობს და პანამაში რეგისტრირებული კომპანია "რააქ ჯორჯია ჰოლდინგი", რომლის მფლობელობაშიც წილის დანარჩენი ნაწილი - 90 %-ია.

ტელევიზიის შენობაში იმყოფება ყველა თანამშრომელი. რამოდენიმე წუთის წინ შენობაში შევიდა საინფორმაციო სამსახურის უფროსი მათე კირვალიძე.

რაც შეეხება რადიო „იმედს“, როგორც ნინო გაბრიაძე აცხადებს, რადიო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

კომპანიის ყველა თანამშრომელი ოფიციალურ განცხადებას ელოდება.

0

ავტორი: