აფხაზეთსა და სომხეთში რუსეთმა დამატებითი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები განათავსა აფხაზეთსა და სომხეთში რუსეთმა დამატებითი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები განათავსა />


  09:12:51     17-10-2012

აფხაზეთსა და სომხეთში რუსეთმა დამატებითი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები განათავსა

a22159.jpg

ანალიზი ფოტომასალისა, რომელიც კოსმოსიდანაა გადაღებული, მოწმობს გადაჯგუფებაზე, რომელიც შესაძლოა, სერიოზულ გავლენას მოახდენს კავკასიაში ანტისაჰაერო თავდაცვის ძალების განლაგებაზე - წერს Contact.az.

აზებაიჯანული გამოცემა აშშ-ში ბაზირებულ სამხედრო ანალიზის ცენტრს IMINT-ს ეყრდნობა, რომელმაც თავის მხრივ, თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გაავრცელა რეგიონში რუსული და სომხური ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ.

ცენტრის ექსპერტის შონ ო’კონორის თქმით, გამოსახულება მოწმობს, რომ აფხაზეთსა და სომხეთში C-300-ბის ახალი კომპლექსები გაჩნდა: „ორივე დისლოკაციის ადგილს, ამისათვის, მნიშვმნელოვანი პოტენციალი აქვს“ - განაცხადა მან.

2008 წლამდე სომხეთი ახდენდა კომპონენტების იმპორტირებას, საუბარია, მინიმუმ სამ C-300-ზე, რომლითაც ერევნის დასაცავად მოძველებული C-125-ები ჩაანაცვლეს.

2010 წელს კი იქ რუსეთმა განათავსა დამატებითი ორი C-300 - სუნიკის პროვინციაში, ირანთან მოსაზღვრე სომხეთის გორისის რაიონში. ორივე  საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მთიანი ყარაბაღის საზღვართან 7 კილომეტრშია განთავსებული - წერს აზერბაიჯანული გამოცემა.

2011 წლის ფოტომასალის მიხედვით კი გორისის რაიონში ახლა უკვე რამდენიმე ასეთი კომსპლექსია განთავსებული. ისინი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დაცვას უზრუნველყოფენ, ასევე, მათ, კომპლექს C-125-თან ერთობლიობაში სტეპანაკერტის აეროპორტის გადაფარვაც შეუძლიათ.

გარდა ამისა, C-300-ის მსგავსი დისლოკაცია ფარავს არსებით საჰაერო ზონას და საშუალებას აძლევს სომხეთს, დაბლოკოს ნახიჩევანის პროვინციიდან აზერბაიჯანის საჰაერო ფრენები.

Contact.az წერს, რომ C-300-ბის სომხეთის იმ ტერიტორიაზე განთავსება, რომელიც მთიან ყარაბაღს ესაზრება, სომხეთის მხრიდან რეგიონში შესაძლო კონფლიქტის სხვადასხვა სცენარებისთვის  მზადებას მოწმობს - აცხადებს ო’კონორი.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხრეთის საზღვრებზე წლის ბოლომდე გამოჩნდება უახლესი საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400 „ტრიუმფი“, რომლიც С-300ПМ-მის სისტემებს ჩაანაცვლებს. ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა იგორ გორბულმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს სამხრეთის სამხედრო ოლქში მიღებულია სამხედრო ტექნიკის 16 ერთეული, მათ შორის - საზენიტო-სარაკეტო საზარბაზნე კომპლექსები „პანცირი-С“.

„წლის ბოლომდე იგეგმება რადიოტექნიკური და საზენიტო-სარაკეტო ნაწილებისთვის კიდევ 60 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკის მიღება“, - განაცხადა გორბულმა.

0

ავტორი: