მინისტრობის ქსენოფობი კანდიდატი (ვიდეო) მინისტრობის ქსენოფობი კანდიდატი (ვიდეო) />


  16:08:23     16-10-2012

მინისტრობის ქსენოფობი კანდიდატი (ვიდეო)

a22152.jpg

დავით დარახველიძე რაჭაში, საარჩევნო კამპანიის დროს, საკმაოდ სკანდალური გამოსვლებით გამოირჩეოდა. „საქართველო ქართველებისთვის“ გაიძახოდა მაშინ, დევნილთა და განსახლების მინისტრობის ამჟამინდელი კანდიდატი.  

დაბნეული რაჭველები, გაოცებული შეჰყურებენ დარახველიძის ღაღადს, იმის შესახებ რომ მისი რძალი ქართველი უნდა იყოს, „თუ რაჭველი, კიდე უკეთესი?“.

ვერ გეტყვით რამდენად იყო ხელისუფლება იმის წინააღმდეგი, რომ დარახველიძეს რაჭველი რძალი მოეყვანა, მაგრამ ფაქტია, რომ „მეოცნებეები“ თავიანთ ლიდერთან ერთად სახიფათო თამაშს იწყებენ.

ხალხს ხან ეროვნების, ხან კუთხურობის ნიშნით ჰყოფენ. ამას საერთაშორისო პოლიტიკის ენაზე სეპარატიზმი და ქსენოფობია ქვია. ბიძინა დროა მიხვდეს, რომ ჭორვილაში როგორც საუბრობდა მეზობლებთან და მოსამსახურეებთან, საჯარო გამოსვლებში იგივენაირად საუბარი არ შეიძლება.
0

ავტორი: