გუბაზი ივანიშვილისგან გარბის! გუბაზი ივანიშვილისგან გარბის! />


  15:24:44     16-10-2012

გუბაზი ივანიშვილისგან გარბის!

a22151.jpg

გუბაზ სანიკიძეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ურთიერთობა ეძაბება. მართალია, ივანიშვილმა, „ფორუმს“ დევნილთა მინისტრის პორტფელი „გადაუგდო“ და გუბაზ-შარტავას რეკომენდაციით, შევარდნაძის ჩინოვნიკი და ყოფილი გუბერნატორი რაჭაში, დავით დარახველიძე მინისტრადაც წარადგინა, თუმცა, „მაყუთა“ მაინც უკმაყოფილოა. 

მას შემდეგ, რაც მთელმა საქართველომ მოისმინა, როგორ ოცნებობდა გუბაზ სანიკიძე „მაყუთის შოვნაზე“ და როგორი ამაზრზენი ტექსტებით საუბრობდა მამიკოს სიხარულ ბერაზე, ივანიშვილმა ისიც და მისი „ფორუმიც“ აითვალწუნა.

მეტიც, კოალიციაში, ამ აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, გუბაზსა და მის პარტიას ყველა ბრუნვაში მოიხსენიებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ქუთაისის შტაბში, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, სანიკიძეს გვარიანად აგინეს.

პოლიტიკური განქორწინება

„ფორუმში“ ჯერჯერობით პრივატულად საუბრობენ, რომ ახალი პარლამენტის ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ, სანიკიძის გუნდი ივანიშვილის კოალიციისგან პოლიტიკურ განქორწინებას მოითხოვს.

გუბაზი ჭკვიანი კაცია და იპოვის მიზეზსს, რის გამოც, ის და მისი რამდენიმე დეპუტატი კოალიციის რიგებს დატოვებს. გაკეთდება განცხადებებიც, კოალიციაში არსებულ დაპირისპირებებზე, შურსა თუ შუღლზეც...

რა არის გუბაზის გაბუტვის მიზეზი? გუბაზსს, გარდა იმისა, რომ აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, მუდმივი ეჭვი ღრნიდა, ბელადის მოსალოდნელი შურისძიების შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერობაც სურდა.

თუმცა, „ქართული ოცნების“ ბელადმა, ის ყველა მთავრობის კაც „მრეწველ“ ზურაბ ტყემალაძეში გაცვალა... მას კი, კომიტეტის თავმჯდომარეობა „მიუგდო“...

გუბაზის ამბიციებს კახა შარტავასა და ირაკლი ალასანიას დაპირისპირებაც ემატება. შარტავამ, ივანიშვილს, მინისტრობაზეც კი უთხრა უარი - ალასანიასთან ერთად კაბინეტში ვერ ვიქნებიო. მართალია, არც შარტავა და არც „პატარა ბიჭი“ ალასანია ამ დაპირისპირებაზე ღიად არ საუბრობს, მაგრამ კოალიციაში ეს საჩოთირო თემა ყველასთვის ცნობილია.

P.S: აღსანიშნავია, რომ „ფორუმში“, კოალიციიდან შესაძლო გასვლის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. პარტიის პრესსამსახური ამტკიცებს, რომ: „ეს ის კითხვაა, რომელსაც პარტიის ლიდერები არ უპასუხებენ“.
0

ავტორი: