„გირჩების მბრძანებელი",  შევარდნაძის კორუმპირებული ჩინოვნიკი მინისტრად (ვიდეო) „გირჩების მბრძანებელი", შევარდნაძის კორუმპირებული ჩინოვნიკი მინისტრად (ვიდეო) /> "/> " />


  12:03:11     16-10-2012

„გირჩების მბრძანებელი", შევარდნაძის კორუმპირებული ჩინოვნიკი მინისტრად (ვიდეო)

a22148.png

დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატი,  „ლეგენდარული“  დავით დარახველიძე გახლავთ. დევნილების ბედი ებარება კაცს, რომელიც არჩევნების წინ, ოღონდაც საპარლამენტო ორთაბრძოლა მოეგო, თანახმა იყო, იარაღით გასწორებოდა მოწინააღმდეგეებს.

„სამწუხაროდ შეიარაღება არა მაქ... იმიტომ რომ უფლება არა მაქ. თორე რო მქონდეს ახლა, ტანკი რო მყავდეს, ტანკით ვივლიდი“- სიტყვასიტყვით, ასე ამბობდა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

„პრესა.ჯი“  ჯერ კიდევ ამ დროს წერდა, ბიძინა პოლიტიკურ გვამებს აცოცხლებსო... ეს მაშინ როცა, არც ამირან გამყრელიძის ხსენება ყოფილა და არც დავით მირცხულავასი. როგორც ჩანს,  ოლიგარქზე იმოქმედა საზოგადოების უკმაყოფილებამ,  რაც შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ჩინოვნიკების წამოწევამ გამოიწვია.  დღეს მინისტრობის კანდიდატების სრულიად ახლებური სია წარადგინა, თუმცა ამ სიაში ძალიან ოდიოზურად გამოიყურებოდა ზემოთ აღნიშნული დარახველიძე. შევარდნაძის დროის, რაჭის გუბერნატორი. 

რაჭა-ლეჩხუმის ყოფილი გუბერნატორი დავით დარახველიძე, რევოლუციის დროს კაბინეტიდან გააგდეს. ვის ხელში ყრის ბიძინა დევნილებს? შევარდნაძის დროს, დარახველიძე ლობირებდა და აკონტროლებდა გირჩის, ყურძნის ბიზნესს, რაც იმ დროისთვის საკმაოდ შემოსავლიანი საქმე იყო. „გირჩების მბრძანებელმა", გუბერტატორობისას, ავტომობილი გაზ–24 შეიძინა ვითომდა გუბერნიისთვის,  ერთი წლის შემდეგ კი, ეს მანქანა სახელმწიფოსგან 70 ლარად შეისყიდა...

რამდენად სანდო ადამიანის ხელში აღმოჩნდება დევნილების ბედი, ამის გამოცნობა მკითხველისთვის მიგვინდია. დარახველიძე ყველაზე პატარა პრობლემაა, ბიძინას საკადრო პოლიტიკაში. აშკარაა, რომ ივანიშვილი აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა  საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის და მთავრობის დასაკომპლექტებლადაც. 

თითოეული სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტი საჯილდაო ქვად აქცია. ასახელებდა ურთიერთგამომრიცხავ კანდიდატებს და  წარამარა ცვლიდა მათ. რეალურად,  დევნილთა და განსახლების სამინისტრო „ეროვნული ფორუმის“ ქვოტა გახლდათ, მაგრამ კახა შარტავამ ამ თანამდებობაზე უარი განაცხადა. ბიძინამ, რომელსაც „კადრებში გარღვევა“ აქვს, დარახველიძე დაასახელა, მიუხედავად მისი ბნელი წარსულისა. როგორც აღვნიშნეთ, თავიდანვე ეტყობოდა, რომ  ოლიგარქი ივანიშვილი შევარდნაძის დროინდელი, უკვე მივიწყებული  ჩინოვნიკების გაცოხლებას აპირებდა.  

0

ავტორი: