09:20:20     16-10-2012
დღეს, ბიძინა ივანიშვილი მინისტრების კანდიდატურებს დაასახელებს...

დღეს, 11 საათზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი მინისტრობის ექვს კანდიდატს დაასახელებს. როგორც ცნობილია, რიგ თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად, კონსულტაციები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს, 6 კანდიდატის წარდგენით კი, მომავალი მთავრობის სრული შემადგენლობის დასახელება მოხდება.
ამ დროისათვის, ვაკანტურია ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტლოვილთა მინისტრის და გარემოს დაცვის მინისტრი თანამდებობები. გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, შესაძლოა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ხადური, ხოლო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე, გიორგი მარგველაშვილი დასახელდნენ...
0