გელბახიანი „ოცნებაში“ არსებული უნდობლობის, ეჭვებისა და სიძულვილის შესახებ საუბრობს გელბახიანი „ოცნებაში“ არსებული უნდობლობის, ეჭვებისა და სიძულვილის შესახებ საუბრობს />


  17:05:48     15-10-2012

გელბახიანი „ოცნებაში“ არსებული უნდობლობის, ეჭვებისა და სიძულვილის შესახებ საუბრობს

a22131.jpg

ყოფილი დეპუტატი, ვალერი გელბახიანი პოლიტიკურ აქტივობას გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე ორი პრობლების მოგვარებით არის დაკავებული. მას აქვს დავა გამოძიებასთან და „საქართველოს ბანკთან“, რომელიც გელბახიანს 27 ათას ლარს ედავება.

როგორ აფასებს მინისტრობის ახალ კანდიდატებს საჩხერელი გელბახიანი, რას ფიქრობს ის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ „ქართულ ოცნებაზე“ და რატომ იყო დარწმუნებული, რომ რომ „ქართული ოცნების“ წევრებს ერთმანეთი შესძულდებოდათ? „პრესა.ჯი“ ვალერი გელბახიანს ესაუბრა.

- ახალი მთავრობის წევრთა ვინაობა ცნობილია. ექსპერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ახალი მთავრობა პროფესიონალებით დააკომპლექტა, ნაწილი კი თვლის, რომ მინისტრები ივანიშვილის მხრიდან პირადი სიმპატიის ნიშნით შეარჩიეს. როგორ აფასებთ ახალ შემადგენლობას?

- დარწმუნებული, ვარ რომ კანდიატების უმეტესობას ბიძინა ივანიშვილი არც იცნობდა. მგონია, რომ პროფესიული ნიშნით არის შერჩეული. გავლილი აქვთ გზა, შეცდომები დანახული აქვთ, რადგან ისინი ხელისუფლებაშიც იყვნენ, ამიტომ მგონია გაითვალისწინებენ შეცდომებს. თუმცა ის ერთი გუნდი არ არის. ორ პარტიას შორის გადანაწილდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. 

ეს ორი გუნდია ძირითადი „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“, მესამე თვითონ ივანიშვილის პარტიაა. ~

- საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალ პოსტებზე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან. ხომ არ არის მოსალოდნელი კოალიციის დაშლა, რასაც ვარაუდობს პოლიტოლოგთა ერთი ნაწილი?

- ეს განცხადებები წინასწარ იყო, რომ კოალიცა დაიშლებოდა. მაგრამ ისეთი დაბალანსებული სახე მიეცა აღმასრულებელ და საკანანონმდებლო ხელისუფლებას, რომ ამ ეტაპზე დაშლა წარმოუდგენელია.

თუ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები ისე არ განვითარდა, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ მოხდა. კულუარული დაპირისპირებები იქნება, თუმცა ეს შიგნით, კულისებში, ამას გარეთ არავინ გამოიტანს. ამას ვერავინ გაექცევა, როცა ამხელა კოალიციაა.

- თქვენ განაცხადეთ, რომ დაპირისპირება აუცილებლად იქნება თუმცა კულისებში. გავრცელებული ფარულ აუდიოჩანაწერებში ჩანს რა დამოკიდებულება აქვთ კოალიციის წევრებს ერთმანეთთან. ჩანაწერებში მოხსენიებულ ადამიანებს თქვენ პირადად იცნობთ. მართლაც არის ისეთი დაპირისპირება კოალიციაში, რომ ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ?

- ერთ რამეში არ მეპარება ეჭვი. როგორი ე.წ. ფაბრიკაციაც არ უნდა იყოს, პიროვნული განწყობილებები იგრძნობოდა. რამდენად მწყობრად იყო ეს, მონტაჟით თუ არა, მაგას ვერ გეტყვით.

როგორიც არ უნდა ყოფილიყო, დარწმუნებული ვიყავი, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, უნდობლობა ეჭვები და სიძულვილი, ერთმანეთის მიმართ, წარმოიქმნებოდა და ეს ასეც მოხდა. ეს გავლენას იქონიებს მათ ურთიერთობაში სამომავლოდაც. მათ სხვადასხვა პლატფორმაზე ვნახავთ და მივხდებით, რომ ეს ყველაფერი სწორედ ამ აუდიოჩანაწერების ბრალია.

- თქვენ რას საქმიანობთ ამჟამად და გეგმავთ თუ არა, პოლიტიკურ აქტივობას?

- ამ ეტაპზე ორი ძირითადი პრობლემის მოგვარებით ვარ დაკავებული. 2007 წლის თებერვლიდან სამართლებრივად ვიდევნები. აღძრულია ჩემ მიმართ მძიმე ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ამიტომ მე გამოძიებასთან მაქვს ჩემი პრეტენზიები. მეორე საკითხია „საქართველოს ბანკთან“ დავა. ბანკმა ისარგებლა ჩემი მდგომარეობით, რომ ხელისუფლებამ დამჩაგრა.

2006 წელს მანქანა მყავდა ბანკის სესხით გამოყვანილი, ანუ გირაოში მქონდა. როდესაც შემემთხვა ეს ამბები. დავაბრუნეთ მანქანა და მოხდა გაქვითვა. 5 წლის შემდეგ, ბანკმა წამომიყენა პრეტენზიები, მედავება 27 ათას ლარს. თავის დროზე ძირი იყო 4 ათასი ლარი.

რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივობას, ამ ეტაპზე არ ვგეგმავ. თუმცა, არ გამოვრიცხავ პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ ძალებთან ვითანამშრომლო და შევხვდე მათ - ესენი იქნებიან კახა კუკავა, ნინო ბურჯანაძე და ის ძალები, რომლებიც პარლამენტში არ არიან. 
  0

ავტორი: