მო იანი - 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში მო იანი - 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში />


  10:33:32     12-10-2012

მო იანი - 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში

a22098.jpg

2012 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიენიჭა ჩინელ მწერალს  მო იანს - „ჰალუცინაციური რელიზმისთვის, რომელშიც შერწყმულია ზღაპარი, ისტორია და თანამედროვეობა.“ 

ნობელის პრემიის ახალი ლაურეატი დაიბადა 1955 წლის 17 თებერვალს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვინცია სადუნში. 

იგი არის ჰონკონგის უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორი. 

მწერლის ნამდვილი სახელია გუან მოე. მისი ფსევდონიმი, მო იანი ჩინურად ნიშნავს - ჩუმად იყავი, ჩუმად. იგი ძალიან პოპულარულია ჩინეთში. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რამდენიმე ათეულობით ენაზე. 

ჩინეთიდან აღნიშნული პრემია ჯერ არავის აუღია. მხოლოდ 2000 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ჩინურენოვანი მწერალი ჰაო ცინძიანი, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეა. 

მო იანი გახლავთ ჩინეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე. 

მო იანს გადაეცემა 1.1 მილიონი დოლარი.

0

ავტორი: