ცინცაძე: ივანიშვილისთვის, ის პოლიტიკა, რომლითაც ხელმძღვანელობს, დამღუპველია ცინცაძე: ივანიშვილისთვის, ის პოლიტიკა, რომლითაც ხელმძღვანელობს, დამღუპველია />


  17:24:45     11-10-2012

ცინცაძე: ივანიშვილისთვის, ის პოლიტიკა, რომლითაც ხელმძღვანელობს, დამღუპველია

a22093.jpg

ბიძინა ივანიშვილმა ოცნებების ახდენა, შევარდანძის კორუმპირებული მთავრობის წევრებისთვის დაიწყო. ბოლო დღეებია მის გარშემო შევარდნაძის სახეები აქტიურად შეინიშნებიან. ვინც ჯერ კიდევ საერთაშორისო ძებნის გამო საქართველოს საზღვარი ვერ გადმოლახა, კოალიციის ლიდერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას უცხოეთიდან ულოცავს. 

თენგიზ კიტოვანი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი შეფი, ივანიშვილის გუნდს სრულ მხარადაჭერას უცხადებს და ახლო მომავალში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

გაირკვა, რომ კიტოვანი ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებზე გულმხურვალედ „ბალეშიკობდა“.

კიტოვანი: „ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთანავე თბილისში დავბრუნდები, თბილისში არ ჩამომესვლება თუ რა? მე „ვბალეშიკობდი“ ოცნებას და მომავალშიც თუ დავჭირდი, გვერდში დავუდგები“.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩამოსვლას და ოქროს ზოდების საქართველოდან გატანის „გაპრავებას“ ყოფილი გუბერნატორი, ლევან მამალაძეც გეგმავს.

მამალაძის ადვოკატი, ალეკო ალადაშვილი დარწმუნებულია, რომ თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფი განაჩენს გაასაჩივრებს, შეძლებს თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

სრული შოკი იყო „ივანიშვილის პირად მასხარად“ წოდებული მურმან დუმბაძის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე წარდგენაც, რომელსაც სოციალურ ქსელებში მძაფრი შეფასებები მოჰყვა.

პრესა.ჯი ივანიშვილის გარემოცვის შესაფასებლად ექსპერტებს დაუკავშირდა.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე: „არ ვიცი, შესთავაზა თუ არა, ივანიშვილმა კოტოვანსა და მამალაძეს საქართველოში ჩამოსვლა, თუმცა ფაქტია, რომ ისინი ახალ ხელისუფლებაში დასაყრდენს ეძებენ. 

ეს მოსალოდნელიცაა, საქართველოდან გაქცეულები შეეცდებიან ივანიშვილის გუნდს ნიადაგი მოუსინჯონ. კოალიციის ლიდერის ქმედებაზე იქნება დამოკიდებული ახალი მთავრობის ბედიც.

პირდაპირ რომ ვთქვათ, თუ ივანიშვილმა მამალაძეს კარი გაუხსნა მაშინ ის, კითხვას - თუ საით სურს საქართველო წაიყვანოს - პასუხსაც გასცემს.

"presa.ge": რაც შეეხება მურმან დუმბაძის პარლამენტის ვიცე-სპიკერად შესაძლო დანიშვნას?

ნიკა ჩიტაძე: დუმბაძის ფაქტორი ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ზუსტად ვიცი რომ მისი პოლიტიკური რეპუტაცია კოალიციის რეიტინგებს დადებითად ვერ წაადგება. ივანიშვილის დემოკრატიული პარლამენტი თუ დუმბაძეა, ამით ევროპის გაკვირვება მას ნამდვილად გაუჭირდება. დუმბაძე ექსენტრიული პიროვნებაა და პოლიტიკისგან, რბილად რომ ვთქვათ, შორს დგას. 

- ბატონო ნიკა, ფინანსთა მინისტრობის პოსტზე შევარდნაძის ჩინოვნიკის, ირაკლი მანაგაძის შესაძლო დანიშვნაზეც საუბრობენ...

- კახი კალაძისგან განსხვავებით, მანაგაძეს ამ კუთხით საკმაო კომპეტენცია აქვს“.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით კი, კოალიციის წევრების თანამდებობებზე გადანაწილების პროცესი არასწორად მიმდინარეობს.

სოსო ცინცაძე: „ივანიშვილისთვის, ის პოლიტიკა, რომლითაც ხელმძღვანელობს, დამღუპველია. არ შეიძლება, ყველა, ვისი მტერიც სააკაშვილი იყო, ივანიშვილმა ანგელოზად აღიქვას. ივანიშვილის ქმედებიდან ჩანს, რომ ყველა - „ვინც ჩემი მტრის მტერია, ჩემი მეგობარია“...  

ეს მიდგომა მის რეიტინგს დაწევს. კიტოვანს თავი რომ დავანებოთ, რა ვუყოთ ლევან მამალაძეს, რომელიც შევარდნაძის პერიოდში საეჭვოდ გამდიდრდა? არავის დავიწყებია ოქროს ზოდების თემაც...

"presa.ge": მურმან დუმბაძე ვიცე-სპიკერი იქნებაო...

სოსო ცინცაძე: ამაზე სერიოზულ პასუხს ვერ გაგცემთ. ეს კაცი საქმეში არ ვიცი როგორია. ტელევიზიით ვიცი. რბილად რომ ვთქვათ, სასაცილო განცხადებებით მახსოვს“. 

მურმან დუმბაძის პოლიტიკური წარსული არ იცის არც ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ, თუმცა ამტკიცებს, რომ რახან მოსახლეობამ მხარი დაუჭირა და ივანიშვილმა დანიშნა, ის მისაღები კაცი უნდა იყოს.

რამაზ საყვარელიძე: მას ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი. ამასთან, თუ ივანიშვილი ჩათვლის საჭიროდ პარლამენტში მის მაღალ თანამდებბობაზე დანიშვნას, დაინიშნება კიდეც.

"presa.ge": რაც შეეხებათ კოტოვანს და მამალაძეს? მათ განაცხადეს, რომ ისინი ბატონ ივანიშვილს „ბალეშიკობენ“...

რამაზ საყვარელიძე: პოლიტიკური კლიმატი იცვლება და შევარდნაძის ჩინოვნიკები ცდილობენ სამშობლოში დაბრუნებას. ივანიშვილს კიტოვანის განცხადების გამო ვერ დავადანაშაულებთ. ჩემი შეფასებით, ახალი ივანიშვილის იმიჯისთვის, უმჯობესია, კიტოვანი და მამლაძე დარჩნენ იქ, სადაც არიან.
0

ავტორი: