14:47:12     11-10-2012
ეს არის "ქართული ოცნება"?

საზოგადოების ნაწილს ტყუილად აქვს იმის განცდა, რომ „მისი დრო მევიდა“. რეალურად, შევარდნაძის დრო მოსულა.
ბიძინას მინისტრთა კაბინეტის კანდიდატებს რომ გადახედა, ვიღაცამ არცთუ ხუმრობით თქვა, ახლა, პრეზიდენტობის კანდიდატად შევარდნაძის დასახელებას ველოდებიო. საპრეზიდენტო არჩევნებამდე დროა. როგორც ბიძინა იტყოდა „დაელოდეთ, დაელოდეთ, დაელოდეთ...“.
კიდევ კარგი, ბოლოს მიხვდნენ და განათლების მინისტრობის კანდიდატად ალექსანდრე კარტოზია აღარ წარადგინეს. დიდად არც სხვები ჩამორჩებიან, მაგრამ პირადად მაქვს მოსმენილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ალეკო კარტოზიას სევდიანი ისტორია, რომელიც თურმე (ან ჰო და ან არა) გერმანიაში გადახდენია.
კარტოზია ბერლინში, შევარდნაძესთან ერთად მოჰყვა საცობში. გადაირივნენ ეს გერმანელები, რატოა საცობიო. ატყდა სიგნალი, წივილი–კივილი (არ დაგავიწყდეთ გერმანიაში ხდებოდა ვითომ ეს).
ჰოდა, გადმოხტა მანქანიდან ალეკო კარტოზია და გერმანელებს დაუყვირა, შევარდნაძეა ავტომობილში და ამიტომაა "პროპკაო". გადარეულად საწყალი გერმანელები, აჩუყებიათ გული. მაშინ კიდე დიდხანს ვიდგებით აქო...
ეს ამბავი რომ მოჰყვა, შევარდნაძეს სახეზე გაკვირვების ღიმილი აუთამაშდა. ის პერიოდი იყო, მავანი მაშინდელ პრეზიდენტს ძალიან რომ აკრიტიკებდა. ერთი ის არ უთქვამს შევარდაძეს "ყოჩაღ ალეკო, ეს რა კაი რამე მოიგონე"-ო, თორემ, სხვა არაფერი დაკლებია. აი, შევარდნაძის ასეთი მეხოტბეები არიან ბიძინას მინისტრთა კაბინეტის 80 პროცენტიც.
დედამიწა რომ ბრუნავდა, ბიძინამდე ჯორდანო ბრუნომ დაადასტურა, მაგრამ მთლად შევარდნაძის გარშემო თუ ბრუნავდა ვინ წარმოიდგენდა? ნოდარ ჯავახიშვილი აიღეთ, რეზო შავიშვილი, ამირან გამყრელიძე, დავით კირვალიძე...
დავით მირცხულავას ეყო სინდისი და უარი თქვა მინისტრობაზე (იმაზე უფრო კომიკური რა უნდა აიყოს, ჩაბნელებული საქართველოს დროინდელი მინისტრი დანიშნო დღეს ენერგეტიკის მინისტრად?!), მაგრამ საკითხავია, "გობქვეშ" გადამალეს სინდისი შევარდნაძის სხვა ჩინოვნიკებმა?
ამირან გამყრელიძე, „სახელგანთქმული ავთო ჯორნებაძის“ შემდგომ პერიოდში იკავებდა ჯანდაცვის მინისტრის პოსტს. სისტემაში რაც შესაჭმელი და გასანადგურებელი იყო, ნარკომანი ავთანდილის „ხანაში“ გაპარტახდა.
ამირან გამყრელიძე მარცხნივ, რადიატორთან იჯდა. არც არაფერს აკეთებდა და მისას, ვერც გაფუჭებულს იხსენებს ვინმე. თუმცა, შვილი კი დააყენა გზაზე. სადაზღევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“–ს მფლობელი გახლავთ მისი ვაჟი. შევარდნაძის მინისტრმა როგორღაც შეძლო ის, რაც ვერ შეძლო სხვამ და შვილს აწყობილი ბიზნესი მისცა.
და ბოლოს, კიდევ ერთი სასწაული ბიძინას ხელისუფლებაში: მურმან დუმბაძე. ფსიქიატრიული საავადმყოფოს პოტენციური პაციენტი. მისი ამჟამინდელიც და წინა მდგომარეობაც, არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკასთან.
სახეზე გვაქვს პასიური შიზოფრენია, ალაგალაგ გააქტიურებით. ასლან აბაშიძის მონა როცა იყო, შიზოფრენიას აჭარის ლომის სახსრებით თრგუნავდნენ, მერე ასლანის ოპოზიციაში გადავიდა და მკურნალობას ვეღარ დაუქვემდებარეს.
მას მერე, რაც რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა ასლანისთვის ბოდიში მოეხადა, რაც მოსახლეობას კიბოთი და ინფექციებით დაემუქრა, თამამად დაიკავებს პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტს. არის ბიძინაში ასლანის და შევარდნაძის ნაზავი...
0