შეხვედრა ვატიკანის ელჩთან შეხვედრა ვატიკანის ელჩთან />


  12:14:23     10-10-2012

შეხვედრა ვატიკანის ელჩთან

a22062.jpg

გუშინ, მთავრობის კანცელარიაში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახემწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია საქართველოში ვატიკანის ელჩს, მონსინიორ მარეკ სოლჩინსკის შეხვდა.

საუბარი შეეხო სტამბოლის ქართულ კათოლიკურ ეკლესიას. სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანე 1861 წელს, სტამბოლის ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ფერიქოიში პეტრე ხარისჭირაშვილმა დააარსა. კონგრეგაცია დღიდან დაარსებისა მრავალმხრივ მოღვაწეობას ეწეოდა: ეკლესიაში ქართული სტამბაც ფუნქციონირებდა, იყო მამათა და დედათა მონასტრები, ქართულ–ფრანგული და ქართულ–ბერძნული ქალთა და ვაჟთა სასწავლებლები, სასულიერო სასწავლებელი, სადაც საღვთისმეტყველო საგნების გარდა ქათული ენის გრამატიკაც ისწავლებოდა.

ამ ზაფხულს ვატიკანში, აღმოსავლეთ ეკლესიათა კონგრეგაციის არქივში დაცულ მასალებზე მუშაობდა ქართველ მეცნიერთა ჯგუფი, რომელმაც სტამბოლში ქართულ კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებულ მასალებზეც იმუშავა. მასალა მოიცავს აღმოსავლეთის კონგრეგაციის ტომის მოკლე აღწერილობას და ამ ტომიდან ამოკრეფილ ინფორმაციას კონსტანტინეპოლის ფერი–კევის ქართული მონასტრის შესახებ.

სახელმწიფო მინისტრისა და ვატიკანის ელჩის შეხვედრა სტამბოლში ქართული კათოლიკური სავანის საკითხებს ეხებოდა.

 

წყარო: http://diaspora.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=4&info_id=2726

0

ავტორი: