17:02:53     09-10-2012
ლატვიური მედია: საქართველო დავკარგეთ

საქართველოს მიმართ დასავლური ხელისუფლებებისა და ორგანიზაციების
დიპლომატიური მილოცვები იგივეა, რაც ის,
რომ „საქართველო ჩამოწერილია, როგორც დასავლეთის დემოკრატიული ოჯახის წევრი“ -
წერს ლატვიელი ავტორი აივარს ოზოლინში, რომელიც თვლის, რომ ახლო მომავალში
საქართველო ვეღარც ნატოს წევრი გახდება და ვეღარც ევროკავშირისა, ხოლო დასავლეთის
მიერ გაცხადებული „ქართული დემოკრატიის გამარჯვება“, რუსეთის გამარჯვებაც არის -
აღნიშნავს ის.
ავტორი დარწმუნებულია,
რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყანაში რუსული გავლენის ზრდას გამოიწვევს.
„არჩევნებში გამარჯვებული მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ის არ არის „კრემლის ხელი“. თავისი დამოუკიდებლობის მტკიცებულებად მას ის მოჰყავს, რომ რუსეთში ბიზნესი გაყიდა, - თითქოსდა, პუტინის თანხმობის გარეშე, რუსეთში, სახელმწიფო კომპანიებსა და კრემლის ოლიგარქებზე 5 მილიარდიანი ქონების მიყიდვა შესაძლებელია.
მას არასოდეს უსაუბრია პუტინზე კრიტიკულად. ამასთან, თვლის, რომ 2008 წელს ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო. არჩევნების წინა დღეს კი თბილისში, აშშ-ის საელჩოს მოსთხოვა, აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს საქართველოს ამომრჩეველთა გამოკითხვა შეეწყვიტა“ - წერს აივარს ოზოლინში, რომელიც აღნიშნავს, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის „დასავლური კურსიც შეჩერებულია და რუსეთისკენაა მიბრუნებული“, რადგან კრემლი თავის გავლენის აღდგენას ცდილობს უკრაინაზეც და ზოგადად, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე, სადაც წლების წინ „ფერადი რევოლუციების“ წყალობით იმედები გაჩნდა.
0