11:01:09     09-10-2012
პრეზიდენტი სააკაშვილი ივანიშვილს ხვდება

ზუსტად ერთ საათში, პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდება.
განხილვის მთავარი თემა მომავალი მინისტრთა კაბინეტი და ის საშინაო თუ საგარეო პრობლემები იქნება, რომელიც საქართველოსთვის აქტუალურია.
პრეზიდენტი სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს, პირველად ხვდება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ამ შეხვედრის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ჟურნალისტები.
განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები და რას განაცხადებენ საქართველოს პრეზიდენტი და ექსცენტრიული ოლიგარქი შეხვედრის დასრულების შემდეგ.