ივანიშვილის კიდევ ერთი უცნაური ახირება ივანიშვილის კიდევ ერთი უცნაური ახირება />


  13:23:05     08-10-2012

ივანიშვილის კიდევ ერთი უცნაური ახირება

a22025.jpg

ამ ამბებამდე, ვიღაცამ იხუმრა, ბიძინა თუ მოვა პარლამენტში უმრავლესობით, საკანონმდებლო ორგანოს ჭორვილაში გადაიტანსო. 

ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ. ივანიშვილმა განაცხადა, რომ გაპრემიერების შემდგომ, არ აპირებს დაჯდეს სახელმწიფო კანცელარიაში. მისი იმპერატიული სურვილია, „შუშის კოლბიდან“ „მოგვხედოს“.  

როგორც ჩანს, ბიძინას გაუჭირდება ოლიგარქიული ვნებებიდან გამოსვლა. სავარაუდოდ, მას გარემოცვის რომელიმე საღად მოაზროვნე წევრი ან საერთაშორისო დონის კეთილისმსურველები აუხსნიან, რომ სახელმწიფო შპს არ არის, რომ ბიზნესცენტრიდან მართო.

კანცელარია, შეიძლება მის მაღალ გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს არქიტექტურული თვალსაზრისით, მაგრამ სახელმწიფო კანცელარიაა და ჯერ არც ერთ პრემიერ მინისტრს, არსად განუცხადებია, პოლიტიკას საკუთარი სახლის აივნიდან ან სამზარეულოდან წავმართავო.  

პრემიერობის კანდიდატის ახირებული ხასიათი უკვე ბევრ რამეში გამოიკვეთა. არ გვინდა სოციალური ქსელების მომხმარებლებს დავემსგავსოთ და ვიძახოთ „ჯერ სად ხართ“, მაგრამ თუ ვინმე ამ ქვეყანაში იმას ოცნებობდა, რომ ქვეყნის მეორე დედაქალაქი ჭორვილა გამხდარიყო, აგსრულებიათ და ეგ არის. 0

ავტორი: