12:05:31     08-10-2012
ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ჩემთვის ყველაზე სასურველი კანდიდატი ვახტან ხმალაძეა

საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე სასურველ კანდიდატად ბიძინა ივანიშვილს ვახტანგ ხმალაძე ესახება. ეს განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.
„პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა მე ამ პოსტზე ყველაზე კარგ კანდიდატად ვახტანგ ხმალაძეს მივიჩნევ. შეიძლება ერთი წლის განმავლობაში აზრი შევიცვალო, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსნეებთ, რომ პრეზიდენტის პოსტზე ირაკლი ალასანიას კანდიდატურა განიხილებოდა. კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, მონაწილეობა ირაკლი ალასანიას მიეღო, რატომ შეიცვალა გეგმები? ივანიშვილი პასუხობს, რომ ალასანიას გაცილებით საინტერესო თანამდებობა აქვს.
0