13:42:45     06-10-2012
„იყიდება გუბაზი“...! (ვიდეო)

კოალიცია „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა გუბაზ სანიკიძის გამდიდრების საკითხიც. შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების მიხედვით, გუბაზს არა პოლიტიკა, არამედ „მაყუთი“ აინტერესებს. „მაყუთი უნდა ვიშოვოთ, მილიონერები უნდა გავხდეთ“, - აღტაცებით ესაუბრებოდა გუბაზი მის მეგობარს.
დაიწყო თუ არა, სანიკიძემ „მაყუთის“ შოვნაზე ფიქრი? „პრესა.ჯი“ ამის გასარკვევად მასთან დაკავშირებას შეეცადა. აღმოჩნდა, რომ გუბაზი „გაუჩინარდა“. ის არც მაია ფანჯიკიძეს უნახავს, არჩევნების შემდეგ...
„პრესა.ჯი“: როგორ ფიქრობთ, იშოვის „მაყუთს“ გუბაზ სანიკიძე და გახდება მილიონერი?
მაია ფანჯიკიძე: „ჰმ, სხვათაშორის, არ ვიცი, სად არის გუბაზი. არჩევნების შემდეგ არ მისაუბრია მასთან. რაც შეეხება „მაყუთს“, როგორც თქვენ ამბობთ (იცინის), კაი რა, გჯერათ ეს ამბავი? ყველაფერს ნუ დაიჯერებთ“.
„პრესა.ჯი“: ქალბატონო თინა, იშოვის მაყუთს ბატონი გუბაზი?
თინა ხიდაშელი: რა გინდა რომ გითხრა, იშოვა მილიონებითქო? ამ კითხვით პირადად მას მიმართეთ.
- მობილური გამორთული აქვს...
- გუბაზის ტელეფონი არ აქვს“.
ჩვენ დავუკავშირდით სანიკიძის თანაპარტიელსა და მეგობარს, კახა შარტავასაც. თუმცა, როცა მან ჩვენი კითხვა მოისმინა, „უცებ გადაუდებელი საქმე აღმოაჩნდა“ და გვითხრა, რომ ნახევარ საათში დაგვერეკა. შარტავას ნახევარი საათის შემდეგ დავუკავშირდით, თუმცა, მან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა აღარ ისურვა.
პ.ს: აუხდება თუ არა, გუბარ სანიკიძეს პირადი ოცნება, „მაყუთის“ შოვნის შესახებ, ამას, ალბათ, მალე ვნახავთ. თუმცა, იმ ფარულმა ჩანაწერმა, სადაც სანიკიძე მილიონსა და „მაყუთზე“ ოცნებობდა, კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა რამდენიმე წლის წინ გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ „გუბაზი იყიდება“.
0