20:23:41     05-10-2012
პრეზიდენტის საგანგებო თათბირი (ვიდეო)

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ეკატერინე ზღულაძესა და ქვეყნის მთავარ პროკურორთან მურთაზ ზოდელავასთან თათბირი გამართა.
ქვეყნის პირველმა პირმა შეშფოთება გამოთქვა და უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, რომ პატივი სცენ კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას და ქვეყანაში არ დაუშვან წესრიგისა და კანონიერების მოშლა. მიხეილ სააკაშვილმა ეკა ზღულაძესა და მურთაზ ზოდელავას მსგავსი შემთხვევების აღკვეთა დაავალა და აღნიშნა, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირება უნდა მოახდინონ.
პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობის გადაბარება კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად მოხდება და ეს პროცესი არ უნდა აისახოს ქვეყნის ყოველდღიურ უსაფრთხოებაზე. მან ისიც აღნიშნა, რომ იგი მზადაა კანონიერების შენარჩუნებისა და დანაშაულის აღმოფხვრის საკითხებთან დაკავშირებით, ახალ მთავრობასთან ითანამშრომლოს.
0