16:43:31     03-10-2012
Independent: მიხეილ სააკაშვილი - ეს პირველი ლიდერია რეგიონში, რომელმაც ხელისუფლება ღირსეულად დათმო

გაუგონარი მოვლენა მოხდა საქართველოში: პოსტსაბჭოთა პერიოდში პირველად, მოხდა პოლიტიკური ძალაუფლების არჩევნების და არა რევოლუციის გზით გადაცემა - წერს “Independent”-ის ჟურნალისტი უილიამ დანბარი.
„ყოფილი სსრკ-სთვის და განსაკუთრებით, ომებით დაღლილი კავკასიისთვის ეს კოლოსალური მნიშვნელობის მომენტია,“ - აცხადებს ავტორი და აღნიშნავს, რომ ამ დრომდე საქართველოში არ არსებობდა ნამდვილი ოპოზიცია.
„ახლა, როცა ოპოზიციაში მოვიდნენ ქართული პოლიტიკური ჯუნგლის ნამდვილი ლომები, ახალ მმართველ პარტიას ალბათ სირთულეები ექნება“ - აღნიშნავს დანბარი.
ის არც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და არც “ქართული ოცნების” მიმართ გამოხატავს სიმპათიას და წერს: ახლა არის რეალური შანსი დემოკრატიის გამყარებისთვის და ქვეყნის გაერთიანებისთვის.
„მაგრამ მთავარია მაგალითი, რომელიც რეგიონს მიეცა,“ - აღნიშნავს ჟურნალისტი.
რუსეთი ბევრს საუბრობს თბილისში დემოკრატიის დეფიციტზე, მაგრამ რუსეთის ისტორიაში არასოდეს მომხდარა ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემა და როგორც ჩანს, ეს არც ახლო მომავალში მოხდება - მიაჩნია ავტორს, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილმა „თავს უფლება მისცა წაეგო“ - ასეთია ჟურნალისტის შეფასება.
0