ივანიშვილმა პოზიცია შეცვალა: პრეზიდენტის გადადგომას აღარ ითხოვს ივანიშვილმა პოზიცია შეცვალა: პრეზიდენტის გადადგომას აღარ ითხოვს />


  14:23:25     03-10-2012

ივანიშვილმა პოზიცია შეცვალა: პრეზიდენტის გადადგომას აღარ ითხოვს

a21968.jpg

ბიძინა ივანიშვილმა თავისი სიტყვები უკან წაიღო და პრეზიდენტის გადადგომას აღარ ითხოვს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მსოფლიო ლიდერებმა და დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა, ივანიშვილის მოთხოვნა, პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მკაცრად დაგმეს.  

„პრეზიდენტის გადადგომა არც ჩემი და არც კოალიციის მოთხოვნა არ არის. რაც შეეხება ჩემს მიერ გუშინ პრესკონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებებს პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, ეს არ არის არც ჩემი და არც კოალიციის პოლიტიკური მოთხოვნა.

მე ხაზი გავუსვი მხოლოდ იმას, რომ ერთი პირის ინტერესებზე მორგებული საქართველოს კონსტიტუცია შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ქმნის საკმაოდ ბევრ სირთულეს და ამ ვითარებაში შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგომა იყოს პრეზიდენტისთვის საუკეთესო გამოსავალი“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ არ აყენებს არანაირ პოლიტიკურ ულტიმატუმებს და მზად არის, საქართველოს პრეზიდენტთან და მოქმედი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან დიალოგისა და სამუშაო ვითარებაში სახელმწიფოებრივი საკითხების მოსაგვარებლად.
0

ავტორი: