ბაქრაძე: კონსტიტუციით შესაძლებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს ბაქრაძე: კონსტიტუციით შესაძლებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს />


  12:45:30     03-10-2012

ბაქრაძე: კონსტიტუციით შესაძლებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს

a21957.jpg

დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, არჩევნები ქართული სახელმწიფოსთვის დიდი გამოცდა იყო, რომელიც ქვეყანამ ღირსეულად ჩააბარა. 

ბაქრაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრობა“ აღიარებს არჩევნების შედეგებს, შედიან პარლამენტში, სადაც როგორც საპარლამენტო ოპოზცია ისე იმუშავებენ. 

„პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს, ჩვენ ვართ ის ძალა, რომლისთვისაც მთავრი პრიორიტეტი არის სახელმწიფო და ქვეყნის განვითარება. პირველი ოქტომბრის არჩევნებმა კი, გამოაჩინა, რომ ქართული სახელმწიფო შედგა. ჩვენი მოვალეობაა, დღეს უკვე ოპოზიციიდან გავაგრძელოთ ბრძოლა ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის კიდევ უფრო განვითარებისთვის“,- განაცხადა ბაქრაძემ. 

მისივე თქმით, ისინი შედიან პარლამენტში, რითიც იქმნება პრეცენდენტი, რომ მომავალში ყველა პოლიტიკური პარტია აღიარებს არჩევნებს და დაემორჩილება შედეგებს. 

„ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც შექმნა ქართული სახელმწიფო სიბნელიდან და ქაოსიდან და ვართ ის ძალა, რომელიც დღეს ყველას დემოკრატიული პასუხისმგებლობის ქცევის მაგალითს აძლევს. ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიურები და კონსტრუქციულები და გავაგრძლებთ ბრძოლას, როგორც ოპოზიცია“ ,- განაცხადა ბაქრაძემ. 

ბაქრაძე ივანიშილის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც საუბარი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ეხებოდა. მისი შეფასებით, აღნიშნული ფაქტი კანონის უპატივცემულობა და დარღვევაა. 

„ეს განცხადება იმედი მაქვს დარჩება, პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობის გამო გაკეთებულ ემოციად. დღევანდელი კონსტიტუციით არსებობს ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ პრეზიდენტმა და ჩვენმა გუნდმა შევქმნათ პოლიტიკური კრიზისი და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენრო არჩევნები, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ და იმედია ჩვენი ოპონენტებიც ელემენტარულ პატივისცემას გამოიჩენენ კონსტიტუციის მიმართ“,- განაცხადა ბაქრაძემ.

0

ავტორი: