დავით გამყრელიძე პოლიტიკიდან მიდის, „ახალი მემარჯვენეები“ კი ტაიმ-აუტს იღებენ დავით გამყრელიძე პოლიტიკიდან მიდის, „ახალი მემარჯვენეები“ კი ტაიმ-აუტს იღებენ />


  12:41:50     03-10-2012

დავით გამყრელიძე პოლიტიკიდან მიდის, „ახალი მემარჯვენეები“ კი ტაიმ-აუტს იღებენ

a21956.jpg

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე პოლიტიკიდან მიდის.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

გამყრელიძემ პოლიტიკიდან წასვლის მიზეზად საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება დაასახელა. 

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები  კომენტარს არ აკეთებენ. როგორც „პრესა.ჯი“-ს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განუცხადა, დავით გამყრელიძე მიდის პოლიტიკიდან, პარტია კი „ტაიმ-აუტს“ იღებს. 

ნაჭყებიამ არც ის თქვა, თუ ვინ დაიკავებს გამყრელიძის ადგილს პარტიაში. 

მისი განცხადებით, ამ დროისთვის კომენტარისგან თავს იკავებენ და უახლოეს მომავალში ამ თემაზე პრესკონფერენციას ჩაატარებენ. 

0

ავტორი: