შტეფან ფულე და კეტრინ ეშტონი ახალ პარლამენტში არჩეულ წარმომადგენლებს ერთად მუშაობისკენ მოუწოდებენ შტეფან ფულე და კეტრინ ეშტონი ახალ პარლამენტში არჩეულ წარმომადგენლებს ერთად მუშაობისკენ მოუწოდებენ />


  11:08:39     03-10-2012

შტეფან ფულე და კეტრინ ეშტონი ახალ პარლამენტში არჩეულ წარმომადგენლებს ერთად მუშაობისკენ მოუწოდებენ

a21950.jpg

ევროკიმისარმა შტეფან ფულემ და კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კეტრინ ეშტონმა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცეს.

„მოვუწოდებთ ახალ პარლამენტში არჩეულ ყველა წარმომადგენელს, საქართველოს ინტერესებისთვის ერთად იმუშაონ. არჩევნების პოზიტიურად ჩატარება და ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობა ხაზს უსვამს საქართველოს მხრიდან დემოკრატიის გზის ერთგულებას. მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთან ახლო თანამშრომლობის გაგრძელებას“,- აღნიშნავენ ევროკავშირის წარმომადგენლები.

0

ავტორი: