17:03:00     02-10-2012
ივანიშვილი თამაზ თამაზაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

ივანიშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა გაათავისუფლოს სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებული, კახა თარგამაძის პოლიციის უფროსი, თამაზ თამაზაშვილი.
"მოვუწოდებ ხელისუფლებას გაათავისფლოს ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი", - განაცხადა მან, მედიასთან შეხვედრისას. შეგახსენებთ, რომ თამაზაშვილი, კახა თარგამაძის მინისტრობის პერიოდში კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ თამაზაშვილი დაკავშირებული იყო უამრავ დანაშაულთან, რომელიც მაშინ, რეგიონში, მათ შორის პანკისის ხეობაში ხდებოდა.
0