17:31:02     01-10-2012
ლუკა კურტანიძემ ნაციონალური მოძრაობის ორი მხარდამჭერი სასტიკად სცემა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეშფოთებული და თავზარდაცემულია, რომ ამომრჩევლებზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებიც ფიგურირებენ.
როგორც პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე, ლაგოდეხის ოლქის მე-8 უბანზე, რვა ავტომობილით, თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, სადაც ორი ადამიანი სასტიკად სცემეს, რომელებიც ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
თაქთაქიშვილის თქმით, ბოლნისში, 55-ე უბანზე, „ქართული ოცნების“ სიის 155-ე ნოემერი რამიზ ბაქოროვი აგიტაციას ეწეოდა და მას თან ჰქონდა დამკვირვებლის ბეიჯი.
„ბაქიროვი ერთ-ერთ ამომრჩეველს ხმის მიცემის დროს კაბინაშიც კი შეჰყვა, რითაც კანონი დაირღვა. ამასთან, გლდანის საარჩევნო ოლქის 77-ე და 78-ე უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორი ცირა ცხაკაია კენჭისყრის შენობის შესასვლელში ნიკოლოზ ხაჩირიშვილის წინააღმდეგ აგიტაციას ეწეოდა. ასევე, აგიტაციას ეწეოდენენ ისნის რაიონის ოლქის 75-ე უბანზე და სოფელ დიცის სარჩევნო უბანზე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩევლებს მოწოდებით მიმართავდნენ, რომ თუ 41-ს არ შემოხაზავენ საქართველოში ომი დაიწყება.
ამასთან, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიას 70-ე საარჩევნო უბანზე ოცნების შტაბის უფროსმა ფიფიამ კომისიის თავმჯდომარეს მურმან შეროზიას სილა გააწნა და შეაფურთხა. ისნის ოლქის 36-ე უბანზე ოცნების აქტივისტმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თამარ მეცხავრიშვილის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების მოწვევით კამპანიას ახორციელებდა“-განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოპონენტებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობრივი მეთოდები ამომრჩევლის მიმართ.
იხილეთ წყარო და გადადით ამ ბმულზე
0