13:25:49     01-10-2012
ბათუმმა ოცნებაზე უარი თქვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წარმატებას განაგრძობს აჭარასა და აჭარის მთავარ ქალაქ ბათუმშიც. "პრესა.ჯი"-ს კორესპონდენტი წინასწარი გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ ბათუმში დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იგებს გია ბარამიძე.
რაც შეეხება აჭარის რაიონებს, ისევე როგორც თითქმის მთელ საქართველოში, აქაც მმართველი პარტია ლიდერობს. თუმცა, ციფრებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
შეგახსენებთ, რომ "პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა მის მთავარ კონკურენტს, "ქართულ ოცნებას" უპირობოდ ამარცხებს: ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭასა და კახეთში... ამ მომენტისათვის მონაცემები არ მიგვიღია გურიიდან და იმერეთიდან.
ახალ ინფორმაციებს ყველაზე ოპერატიულად მოგაწვდით აქ!
0