09:13:56     01-10-2012
მიხეილ სააკაშვილი: დღეს იქნება მაღალი სამოქალაქო შეგნების გამოხატულება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. პრეზიდენტი ზანდუკელის ქუჩაზე მე-19 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად მივიდა.
პრეზიდენტმა არჩევანის გაკეთების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა. „დღეს წყდება ბედი ჩვენი ქვეყნის სახელმწფოებრიობის. იმისი, რომ საქართველომ იაროს წინ და აღარასდროს დაბრუნდეს წარსულში. ჩვენი მომავალი თაობები უნდა გაიზარდონ უკეთეს ქვეყანაში და მათი ბედი უკან ვეღარავინ შეატრიალოს“-განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი ყველა გადამწყვეტ მომენტში იღებდა სწორ გადაწყვეტილებას და სწორედ ეს არის საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოებისთვის მთავარი.
„მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხის გამჭრიახობაში, გამბედაობაში, გონიერებასა და ნიჭიერებაში. დღეს იქნება მაღალი სამოქალაქო შეგნების გამოხატულება“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
0