00:49:33     01-10-2012
ზღულაძე პირობას დებს, რომ ქვევრში დამხრჩვალი ჩვილის საქმეს უახლოეს პერიოდში გამოიძიებენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ზღულაძე აცხადებს, რომ შს სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში დადგინდეს რა გახდა 10 თვის ბავშვის სიკვდილის მიზეზი.
როგორც ზღულაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, გამოძიება დაადგენს, თუ რისი ან ვისი მსხვერპლი გახდა ბარბარე რაფაიანცი.
„კრიმინალისტების ჯგუფი ადგილზე იმყოფება და მუშაობს. მინდა ვუთხრა გარდაცვლილის ოჯახს და ყველას, რომ აუცილებლად დავადგენთ რასთან გავქვს საქმე და რის შედეგად გარდაიცვალა პატარა“,– აღნიშნა შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ სოფელ კოლაგში 10 თვის ჩვილი ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.
Internet.ge
0